ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
განახლებული დუბაის საერთაშორისო აეროპორტი
16/05/2013


პრესრელიზი

16 მაისი, 2013
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის

საკონტაქტო ინფორმაცია:
მაია ჩიტაშვილი,
593 260609;
maiko@publicity.ge

დუბაის საერთაშორისო აეროპორტის მეორე ტერმინალის განახლების შედეგად flydubai-ს მგზავრები მეტ კომფორტს მიიღებენ

დუბაის საერთაშორისო აეროპორტის მეორე ტერმინალის განახლებული დარბაზის გახსნის შედეგად flydubai-ს მგზავრებს საშუალება მიეცათ უფრო კომფორტულად იმოგზაურონ

flydubai-ს აღმასრულებელმა დირექტორმა გაიტ ალ გაიტმა განაცხადა: „ჩვენი კომპანია მუდმივად ზრუნავს  თავის მომხმარებელზე. ჩვენ მგზავრებს არამხოლოდ კომფორტულ ფრენას ვთავაზობთ, არამედ მეორე ტერმინალის განახლებული გამგზავრების დარბაზი მოგზაურობის კომფორტულ დაწყებასაც უზრუნველყოფს. დარბაზის განახლების პროცესმა მგზავრებისთვის მშვიდად ჩაიარა. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი მგზავრებისთვის შექმნილი ახალი ხელსაყრელი პირობები მათ მოეწონებათ".
დუბაის საერთაშორისო აეროპორტის მეორე ტერმინალის განახლების პროექტის ღირებულება 600 მლნ. არაბულ დირჰამს შეადგენს. განახლებულ ტერმინალს ყოველწლიურად 10 მლნ მგზავრის მომსახურეობის საშუალება ექნება.
დუბაის აეროპორტების სტრატეგიის და განვითარების ვიცე-პრეზიდენტმა რიჩარდ ტალიანმა შემდეგი კომენტარი გააკეთა: „flydubai სიდიდით მეორე ავიაკომპანიაა, რომელიც დუბაის საერთაშორისო აეროპორტიდან ასრულებს ფრენებს. მეორე ტერმინალში კი ის ყველაზე დიდი ავიაგადამზიდავია. ჩვენი სურვილია flydubai-ს მგზავრებს მაქსიმალური კომფორტი შევუქმნათ. პროექტის ფარგლებში, ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ flydubai-სთან, რათა ავიაკომპანიის ზრდის სწრაფი ტემპიდან გამომდინარე, მისი მოთხოვნები და ტერმინალის განახლების  გეგმა ერთმანეთთან თანხვედრაში მოვაქციოთ".
flydubai პირველი ავიაკომპანია გახდა, რომელმაც წელს მგზავრებს In-Flight Entertainment (IFE) სისტემის ფარგლებში, მგზავრებს ყოველდღიურად განახლებადი ელექტრონული გაზეთები შესთავაზა.

დუბაის პირველი დაბალბიუჯეტიანი და მსოფლიოს ყველაზე სწრაფად მზარდი ახალბედა ავიაკომპანია მისი ოპერირების ქსელი ცენტრალური აღმოსავლეთის, აფრიკის, ინდოეთის სუბკონტინენტის, აზიის, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის მიმართულებით 50-ზე მეტ ქალაქს შეიცავს. ავიაპარკი 28 თვითმფრინავისგან შედგება.Flydubai ქალაქ დუბაის მთავრობის საკუთრებას წარმოადგენს. დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია ხელს უწყობს ქალაქის კომერციული და ტურისტული სექტორის განვითარებას და ყველა მგზავრს სთავაზობს ხელმისაწვდომი ტარიფებით ფრენას საკმაოდ ბევრი მიმართულებით
.

წაკითხულია: 2176