საქართველოში გარემოს დაცვის მდგრადი განვითარების ხელშეწყობის მიზნით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა, თბილისის მერის მოადგილემ, მაია ბითაძემ, კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის CENN აღმასრულებელმა დირექტორმა, ნანა ჯანაშიამ და სავაჭრო და გასართობი ქალაქის „ისთ ფოინთი“ მარკეტინგის დირექტორმა, თეა ლომინაძემ ხელი თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს.