ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
გარემოს დაცვის მინისტრის ბრიფინგი
26/02/2013
 

პრესრელიზი

26 თებერვალი, 2013
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის

საკონტაქტო ინფორმაცია:
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური
E-mail:
pr@moe.gov.ge
Tel
.: +995 32 72 72 34
577293979
ინგა ნიკაგოსიანი

გარემოს დაცვის მინისტრის ბრიფინგი

26 თებერვალს გაიმართა გარემოს დაცვის მინისტრის ბრიფინგი, რომლის ფარგლებში წარმოდგენილი იქნა  ინფორმაცია ხუდონის ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობისა და ექსპლუატაციის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის განხილვაში საერთაშორისო ექსპერტების ჩართვის შესახებ.

ბრიფინგში მონაწილეობდნენ გარემოს დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ნინო შარაშიძე და ნიდერლანდების სამეფოს გარემოზე ზემოქმედების კომისიის (NCEA - Netherlands Commission on Environmental Assessment) დირექტორი არენდ კოლჰოფი.

ხუდონის ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის საკითხის აქტუალობიდან გამომდინარე, გარემოს დაცვის სამინისტრომ მიმართა ნიდერლანდების მთავრობას საექსპერტო მომსახურების უზრუნველყოფის თხოვნით.

სამინისტროს მიმართვის საფუძველზე ნიდერლანდების გარემოზე ზემოქმედების კომისია (NCEA - Netherlands Commission on Environmental Assessment) უზრუნველყოფს საერთაშორისო ექსპერტების ჩართვას ხუდონის ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობისა და ექსპლუატაციის გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტის განხილვაში.  ექსპერტთა ჯგუფი ჩამოვა საქართველოში, ქართველ ექსპერტებთან ერთად საველე ვითარებაში დეტალურად შეისწავლიან საკითხს და შეიმუშავებენ შესაბამის რეკომენდაციებს.

წაკითხულია: 3781

 

გააგზავნე პრესრელიზი

პრესრელიზის გამოწერა

თვის ყველაზე წაკითხვადი პრესრელიზები
1
30 წელი წიგნიერებისა და წიგნის მოყვარულთა სამსახურში