პრესრელიზი
4 მარტი, 2013
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის
საკონტაქტო ინფორმაცია:
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური
pr@moe.gov.ge
+995 32 72 72 24
577293979
ინგა ნიკაგოსიანი
გარემოს დაცვის მინისტრის ვიზიტი გერმანიაში
3-8 მარტს გარემოს დაცვის მინისტრი ხათუნა გოგალაძე, პარლამენტის გარემოს დაცვის და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე გია ცაგარეიშვილი, აგრარული კომიტეტის, ბუნებრივი რესურსების სააგენტოს (ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო) ტყისა და ველური ბუნების მართვის დეპარტამენტის წარმომადგენლები ოფიციალური ვიზიტით ეწვევიან ქ.ბერლინს (გერმანია).
ვიზიტის ფარგლებში საქართველოს დელეგაციას დაგეგმილი აქვს მაღალი დონის ოფიციალური შეხვედრები გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის გარემოს დაცვის, ბუნების კონსერვაციის და ბირთვული უსაფრთხოების ფედერალურ სამინისტროში (BMU), ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერაციულ (BMZ) და ჰესენის ბუნების დაცვის, ენერგეტიკის, სოფლის მეურნეობის და მომხმარებელთა უფლებების დაცვის (HMUELV) სამინისტროებში; აგრეთვე გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) და გერმანიის განვითარების ბანკის (KFW) სათავო ოფისებში.
ვიზიტის მიზანია გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის გარემოსდაცვითი სფეროს გაცნობა და მათი გამოცდილების გაზიარება, აგრეთვე ფინანსური და ტექნიკური თანამშრომლობა ისეთ დარგებში, როგორიცაა: ბიომრავალფეროვნება, სატყეო სექტორი (ტყის კონსერვაცია და მართვა, ტყის მოვლის განსაკუთრებული ღონისძიებები ურბანულ რეგიონებში, ღონისძიებები ტყის ბიოლოგიური წონასწორობის შენარჩუნებისთვის), წყლის, ნარჩენების და დაცული ტერიტორიების მართვა.