ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
გარემოს დაცვის მინისტრის ხათუნა გოგალაძის შეხვედრა კარსტენ ვილკესთან
06/03/2013
 

პრესრელიზი

6 მარტი, 2013
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის

საკონტაქტო ინფორმაცია:
საზოგადოებასთან ურთიერთობის  სამსახური
pr@moe.gov.ge
+995 32 72 72 24
577293979
ინგა ნიკაგოსიანი

გარემოს დაცვის მინისტრის ხათუნა გოგალაძის შეხვედრა კარსტენ ვილკესთან

გერმანიაში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს დელეგაცია, გარემოს დაცვის მინისტრის ხათუნა გოგალაძის ხელმძღვანელობით, შეხვდა ჰესენის გარემოს დაცვის, ენერგეტიკის, სოფლის მეურნეობისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის სამინისტროს სატყეო დეპარტამენტის ხელმძღვანელს კარსტენ ვილკეს.

შეხვედრა მიზნად ისახავდა სატყეო სექტორის მოწყობის სფეროში გერმანიის გამოცდილების გაზიარებას. ბატონმა ვილკემ დელეგაციის წევრებს გააცნო ჰესენის ტყეების მართვის ინსტიტუციური მოწყობა და ფუნქციების განაწილების სქემა სახელმწიფო, კერძო და მუნიციპალურ სტრუქტურებს შორის. აგრეთვე დეტალურად წარმოადგინა სამინისტროში არსებული სატყეო დეპარტამენტის ცენტრალური და ადგილობრივი ოფისების სტრუქტურა, განმარტა სატყეო მეურნეობის პრაქტიკული საქმიანობის განმახორციელებელი ჰესენის სატყეო საწარმოს სტრუქტურა და ფუნქციები.

,, ჩვენ ძალიან მოხარული ვართ, რომ ვმასპინძლობთ საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს დელეგაციას მინისტრის ხელმძღვანელობით. დელეგაციის მიზანია მიიღოს ინფორმაცია ჩვენი სატყეო დეპარტამენტის ინსტიტუციური მოწყობის და მისი ფუნქციების განაწილების სქემის შესახებ სახელმწიფო, კერძო და მუნიციპალურ სტრუქტურებს შორის," -კარსტენ ვილკე, ჰესენის გარემოს დაცვის, ენერგეტიკის, სოფლის მეურნეობისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის სამინისტროს სატყეო დეპარტამენტის ხელმძღვანელი

ბატონმა ვილკემ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა სატყეო სექტორის როლზე მოსახლეობის კეთილდღეობისა და სოციალური, ეკოლოგიური და ეკონომიკური ბალანსის უზრუნველყოფაში.

ვიზიტი გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) ორგანიზებით ხორციელდება.

წაკითხულია: 2519

 

გააგზავნე პრესრელიზი

პრესრელიზის გამოწერა

თვის ყველაზე წაკითხვადი პრესრელიზები
1
30 წელი წიგნიერებისა და წიგნის მოყვარულთა სამსახურში