ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
გარემოს დაცვის მსოფლიო დღე 2012
05/06/2012

პრესრელიზი

5 ივნისი, 2012
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის

საკონტაქტო პირი:
ეკა ბენდელიანი,
საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტრო:
599 287940 (მობილური),
katerina@moe.gov.ge
 
 

გარემოს დაცვის მსოფლიო დღე 2012

თბილისი. 5 ივნისი 2012 - გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), გაეროს წარმომადგენლობა საქართველოში და საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტრო გარემოს დაცვის მსოფლიო დღეს აღნიშნავენ.

წლევანდელი დღის თემაა: მწვანე ეკონომიკა: შენ ჩართული ხარ?

გარემოს დაცვის მსოფლიო დღე წინ უსწრებს გაეროს მიერ ორგანიზებულ მდგრადი განვითარების მსოფლიო კონფერენციას, Rio+20, რომელიც 2012 წლის 20-22 ივნისს ბრაზილიაში გაიმართება.

„საქართველო აქტიურად იღებს მონაწილეობას გლობალურ დიალოგში იმის შესახებ, თუ როგორ უნდა შევამციროთ სიღარიბე, მივაღწიოთ სოციალურ თანასწორობას და დავიცვათ გარემო იმისთვის, რომ მივიღოთ ის მომავალი, რომელიც გვსურს. მწვანე განვითარება აუცილებელია, მაგრამ სოციალური და ეკონომიკური საკითხები არანაკლებ მნიშვნელოვანია", - თქვა გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელმა საქართველოში ჯეიმი მაკგოლდრიკმა.

მწვანე კვირეული თბილისსა და საქართველოს რეგიონებში 5-11 ივნისს გაგრძელდება. გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს წარმომადგენლები ყველა ღონისძიებას დაესწრებიან.

5 ივნისი, 17:00-18:00, მედიას ვიწვევთ დასასწრებად:რუსთაველის გამზირი, თბილისი

ფოტო გამოფენა, მწვანე სცენა, კონცერტი

5 ივნისი, 20:00, სასტუმრო Holiday Inn, თბილისი


ოფიციალური მიღება გარემოს დაცვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით. მიღებაზე გაიმართება საქართველოს გარემოსდაცვითი განათლების სტრატეგიის წარდგენა და გაიხსნება ფოტო გამოფენა: საქართველოს ბიომრავალფეროვნება


7
ივნისი, ბორჯომი, წაღვერი

საგანმანათლებლო კამპანია ახალგაზრდობისათვის - უსაფრთხო  გარემო. სკოლებში გაიმართება ღია გაკვეთილი, ჩატარდება გარემოსდაცვითი საგანმანათლებლო კონკურსი და სკოლების ეზოების დასუფთავება.


8
ივნისი, მარნეული

საინფორმაციო კამპანია საქართველოში მდგრადი ორგანული დამაბინძურებლების, პესტიციდების განადგურების შესახებ. ადგილობრივი ხელისუფლების, მაცხოვრებლებისა და მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრა. იაღლუჯას პესტიციდების სამარხის დათვალიერება.

11 ივნისი, თბილისი

სტუდენტური კონფერენცია გარემოსდაცვით საკითხებზე

დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ:

ეკა ბენდელიანი, საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტრო: 599 287940 (მობილური), katerina@moe.gov.ge  

ქეთი გიოშვილი, გაეროს წარმომადგენლობა საქართველოში: 599 532268 (მობილური), ketevan.ghioshvili@undp.org

წაკითხულია: 2305