ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
გარემოს დაცვის სამინისტროს განცხადება
30/08/2013

პრესრელიზი

30 აგვისტო, 2013
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის

საკონტაქტო ინფორმაცია:
ინგა ნიკაგოსიანი
თბილისი, 0114, გულუას ქ. N6
+995 32 2727224
+995 577 29397
9

გარემოს დაცვის სამინისტროს განცხადება

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთ ცენტრალური სამსახურის სწრაფი რეაგირების განყოფილების მიერ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ზარათში აღმოჩენილ იქნა ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ ორპირის სატყეო უბანში უკანონოდ მოჭრილი 12 ძირი წაბლისა და 5 ძირი რცხილის ჯიშის ხე-ტყე. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით მასალები გადაეგზავნა საგამოძიებო ორგანოებს.

უკანასკნელი სამი თვის განმავლობაში გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ გამოვლენილ იქნა ხე-ტყის უკანონო მოპოვების 200-ზე მეტი ფაქტი.

შეგახსენებთ, რომ გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ამოქმედდა მიმდინარე წლის მაისიდან. მის მიერ გამოვლენილ იქნა გარემოსდაცვითი კანონმდებლობის დარღვევის 874 ფაქტი, რომელთაგან 25 შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს.

წაკითხულია: 2448

 

გააგზავნე პრესრელიზი

პრესრელიზის გამოწერა

თვის ყველაზე წაკითხვადი პრესრელიზები
1
30 წელი წიგნიერებისა და წიგნის მოყვარულთა სამსახურში