ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს რეორგანიზაციასთან დაკავშირებული პრესკონფერენცია
15/05/2013

15 მაისი, 2013
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის 

საკონტაქტო ინფორმაცია:   
ინგა ნიკაგოსიანი

6 G. Gulua Str. 0114. Tbilisi, Georgia

თბილისი, 0114გულუას ქ. N6
Tel.: +995 32 2727224   

Mob.: +995 577 293979

E-mail: pr@moe.gov.ge

www.moe.gov.ge 

 

 გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს რეორგანიზაციასთან დაკავშირებული  პრესკონფერენცია

 

2013 წლის 1მაისს, 11:00 სთ-ზე, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში ჩატარდება პრესკონფერენცია, რომლის ფარგლებშიც მინისტრი ხათუნა გოგალაძე მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს წარუდგენს ინფორმაციას სამინისტროს რეორგანიზაციასთან დაკავშირებულ საკითხებზე.

 

შეგახსენებთ, რომ გასულ წელს სამინისტრომ პარლამენტს წარუდგინა საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომელიც შედგებოდა 50-მდე კანონპროექტისაგან. ცვლილებათა თანახმად,  სამინისტრო ახორციელებს არა მხოლოდ გარემოს დაცვის სახელმწიფო მართვას, არამედ ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სახელმწიფო მართვასაც (გარდა ნავთობისა და გაზისა); შეიქმნა ტყის პოლიტიკის, მიწის რესურსების დაცვის, კატასტროფების რისკების მართვის, ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების უზრუნველყოფის სამსახურები;აგრეთვე, ახალი საჯარო სამართლის იურიდიული პირები: ეროვნული სატყეო სააგენტო, გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი, სატყეო საბაზისო-სანერგე მეურნეობა, დაცული ტერიტორიების სააგენტო, გარემოს ეროვნული სააგენტო.

 

პრესკონფერენციის ფარგლებში გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი ისაუბრებს განხორციელებული ცვლილებების მნიშვნელობის, ახლადშექმნილი უწყებების უფლებამოსილებისა და რეორგანიზაციასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებზე.

წაკითხულია: 2989

 

გააგზავნე პრესრელიზი

პრესრელიზის გამოწერა

თვის ყველაზე წაკითხვადი პრესრელიზები
1
30 წელი წიგნიერებისა და წიგნის მოყვარულთა სამსახურში