ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსა და თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი
17/05/2013

 

17 მაისი, 2013
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის 

საკონტაქტო ინფორმაცია:  

თამარ ბაზღაძე

საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური

უფროსი სპეციალისტი

თბილისი, 0114, გულუას ქ. N6

Tel.: +995 32 2727234   

Mob: +995 558 662044

E-Mail:   t.bazghadze@moe.gov.ge

www.moe.gov.ge

www.facebook.com/MOEgeorgia

www.youtube.com/moegovge

 

 

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსა და თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი

 

 

შაბათს, 18 მაისს, 12:00 საათზე, თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში (მის: თელავი, ქართული უნივერსიტეტის ქ. N1, უნივერსიტეტის კორპუსი) გაფორმდება ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსა და თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის. აღნიშნული ღონისძიებით გაიხსნება ბიომრავალფეროვნების საერთაშორისო დღისადმი (22 მაისი) მიძღვნილი კვირეული.

 

ღონისძიებას დაესწრებიან გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი ხათუნა გოგალაძე, თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი თინათინ ჯავახიშვილი, აგრეთვე სამინისტროსა და უნივერსიტეტის სხვა წარმომადგენლები.

 

ბიომრავალფეროვნების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში სამინისტრო გეგმავს სხვადასხვა სახის ღონისძიებას გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებასა და გარემოსდაცვით ღონისძიებებში საზოგადოების ჩართვის მიზნით.

 

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო შეგახსენებთ, რომ 22 მაისი ბიომრავალფეროვნების საერთაშორისო დღეა.

 

2000 წლის დეკემბერში გაეროს გაერთიანებულმა ასამბლეამ 22 მაისი ბიოლოგიური მრავალფეროვნების   საერთაშორისო დღედ გამოაცხადა, რათა ბიომრავალფეროვნებასთან დაკავშირებული საკითხების მნიშვნელობისთვის გაესვა ხაზი.

 

22 მაისი იმ მიზეზითაც შეირჩა, რომ 1992 წელს სწორედ 22 მაისს მოხდა ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ გაეროს კონვენციის მიღება.

  

საქართველოს ბიომრავალფეროვნება მდიდარია და მნიშვნელოვანია როგორც ეროვნული, ასევე რეგიონული და გლობალური  თვალსაზრისით - სახეობრივიმრავალფეროვნების, ენდემიზმის დონისა თუ  ფლორისა და ფაუნის ისტორიული განვითარების თავისებურებების მხრივ. მას დაცვა და გაფრთხილება სჭირდება.

 

ყოველწლიურად ბიომრავალფეროვნების დაცვის საერთაშორისო დღე ერთ კონკრეტულ გარემოსდაცვით თემას ეძღვნება. 
2013 წლის 22 მაისის თემაა „წყალი და ბიომრავალფეროვნება“.

წაკითხულია: 2810

 

გააგზავნე პრესრელიზი

პრესრელიზის გამოწერა

თვის ყველაზე წაკითხვადი პრესრელიზები
1
30 წელი წიგნიერებისა და წიგნის მოყვარულთა სამსახურში