პრესრელიზი
8 ნოემბერი, 2013
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის
საკონტაქტო ინფორმაცია:
ინგა ნიკაგოსიანი
თბილისი, 0114, გულუას ქ. N6
+995 32 2727224
+995 577 293979
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის ვიზიტი თურქეთში
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა ხათუნა გოგალაძემ მიიღო მონაწილეობა მაღალი რანგის რეგიონულ საკონსულტაციო შეხვედრაში "განვითარება 2015 წლის შემდეგ", რომლის ფარგლებში მინისტრი მიწვეული იყო მომხსენებლად პანელზე „ბუნებრივი რესურსები, მდგრადი მოხმარება და წარმოება" გაეროს ევროპის რეგიონის ქვეყნებისთვის საქართველოს გამოცდილების და პერსპექტივების გასაზიარებლად.
შეხვედრა გაიმართა გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიისა (UNECE) და თურქეთის მთავრობის ორგანიზებით. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ მაღალი რანგის დელეგატები გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის 56 ქვეყნიდან.
მინისტრმა შეხვედრის მონაწილეებს წარუდგინა საქართველოში გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამის (UNEP) ხელშეწყობით განხორციელებული საპილოტო კვლევის „ეკოსისტემებისა და ბიომრავალფეროვნების ეკონომიკური შეფასება" (TEEB) შედეგები. გაეროს ევროპის რეგიონის ქვეყნებიდან მსგავსი ეკონომიკური შეფასების გამოცდილება მხოლოდ საქართველოს აქვს.
აღნიშნულის გარდა, გაიმართა ორმხრივი შეხვედრა ხათუნა გოგალაძესა და გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის აღმასრულებელ მდივანს სვენ ალკალაის შორის საქართველოსა და UNECE-ს შორის გარემოს დაცვის მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების თემაზე