მედია ანონსი
22 მარტი, 2013
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის
საკონტაქტო ინფორმაცია:
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური
pr@moe.gov.ge
+995 32 72 72 24
577293979
ინგა ნიკაგოსიანი
გარემოსდაცვითი აქცია „დარგე შენი მომავალი"
გარემოს დაცვის სამინისტრო იწყებს გარემოსდაცვით აქციას "დარგე შენი მომავალი".
24 მარტს გარემოს დაცვის მინისტრი ხათუნა გოგალაძე და მინისტრის პირველი მოადგილე ნინო შარაშიძე ეწვევიან თელავის მუნიციპალიტეტს, სადაც გაიმართება გამწვანების აქცია.
ღონისძიების მიზანია ბიომრავალფეროვნების მდგრადი განვითარების ხელშეწყობა, გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება, ახალგაზრდა თაობებისათვის ხის დარგვის, მოვლისა და მისი აუცილებლობის სწავლება, გარემოსდაცვითი საკითხების პოპულარიზაცია და საზოგადოების პრაქტიკულ ღონისძიებებში ჩართვა.
აქციის ფარგლებში ნერგები ათი დღის განმავლობაში დაირგვება კატასტროფისგან დაზარალებული რაიონების, თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის, თელავის მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა სახლის, სკოლებისა და სხვა დაწესებულებების ტერიტორიაზე.
აქცია „დარგე შენი მომავალი" ორგანიზებულია გარემოს დაცვის სამინისტროს მიერ და ხორციელდება გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით.