ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
პრესრელიზი
12/06/2026
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა 2026 წლის 5 თვეში ქვიშა-ხრეშის უკანონო მოპოვების 39 ფაქტი გამოავლინა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2026 წლის 1 იანვრიდან 31 მაისის ჩათვლით, ქვიშა-ხრეშის უკანონო მოპოვების 39 ფაქტი გამოავლინეს. მათგან 9 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. სამართალდარღვევების შედეგად გარემოსთვის მიყენებული ზიანის ოდენობა დაახლოებით 257 000 ლარია.

მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.


გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ სამართალდამრღვევებისთვის ჩამორთმეულია 24 ერთეული სპეციალური ტექნიკა.


წიაღისეულის უკანონო მოპოვებით გარემოს მნიშვნელოვანი ზიანი ადგება. ქვიშა-ხრეშის უკანონო მოპოვების შედეგი შეიძლება იყოს: მდინარეების კალაპოტების დეფორმირება, ნაპირების ჩამონგრევა, ნიადაგის ეროზია, ასევე, დასახლებული პუნქტების დატბორვა, წყლის დონის კლება, ეკოსისტემების განადგურება.


 

ორგანიზაციის შესახებ

ბუნებრივი რესურსებით უკანონო სარგებლობის ფაქტების პრევენციის, აღკვეთისა და გამოვლენის მიზნით, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ეკიპაჟები ქვეყნის მასშტაბით 24-საათიან უწყვეტ პატრულირებას ახორციელებენ და სამინისტროს ცხელ ხაზზე (153) შემოსულ თითოეულ შეტყობინებაზე მყისიერ რეაგირებას ახდენენ.

წაკითხულია: 25