ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
გელა გურალიას ვიზიტი თბილისში
15/01/2014

პრესრელიზი

15 იანვარი, 2014
დაუყოვნებლივ გავრცელებისათვის

საკონტაქტო პირი:
ნინო სეხნიაშვილი
599741993

გელა გურალიას შეხვედრა ქართველ გულშემატკივრებთან

[Publicity.Ge] 15 იანვარი, 2014, თბილისი - ახალგაზრდა ქართველი მომღერალი გელა გურალია დიდი წარმატების შემდეგ სამშობლოს ეწვია.

2013 წლის საესტრადო კონკურსის - რუსული ვოისის ფინალისტი ქართველი ნიჭიერი შემსრულებელი, რუსეთში მიღწეული წარმატების შემდეგ, რუსულ შოუბიზნეში ყველაზე პოპულარულ მომღერლად აღიარეს. მისი უნიკალური ხმის ტემბრისა და უბადლო საშემსრულებლო კულტურის შესახებ ინფორმაციას კი უკვე მსოფლიო მედიაც ავრცელებს და მომღერალს დიდ წარმატებებს უწინასწარმეტყველებენ.
 
 

საქართველოს პატრიარქის მოწვევით გელა გურალია 3 იანვარს დედაქალაქში ჩამოვიდა. იგი მიწვეული იქნა საპატრიარქოში, სადაც პატრიარქის დაბადების დღის აღსანიშნავად შეასრულა ავე-მარია. 5 იანვარს კი პატრიარქის ლოცვა-კურთხევით სამების საკათედრო ტაძარში წირვის დროს ახალგაზრდა შემსრულებელმა გუნდთან ერთად კირიე ელეისონიც იგალობა.


გელა გურალიას შეხვედრა ქართველ თაყვანისმცემლებთან 

გელა ამჟამად თბილისში თავის პირველ სადებიუტო ალბომზე მუშაობს, რომლის ჩაწერაც სტუდია ბრავო რეკორდსის ორგანიზებით მიმდინარეობს. მოსკოვში დაბრუნების შემდეგ, სადაც მისი ძირითადი მოღვაწეობა გრძელდება, გელა საკონცერტო ტურნეს გამართავს.

გელა გურალიას თბილისში ვიზიტთან დაკავშირებით ქართველმა გულშემატკივრებმა, ახალგაზრდა ხელოვანს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მოულოდნელი დახვედრა მოუწყვეს. მისი ჩამოსვლის დღესვე გადაწყდა მომღერლის მხარდამჭერთა პირველი ქართული კლუბი შექმნილიყო, რომელიც თავის მხრივ მისი შემოქმედების თაყვანისმცემლებსა და გულშემატკივრებს გააერთიანებდა. კლუბის მთავარი მიზანია პოპულარიზაცია გაუწიოს გელა გურალიას შემოქმედებას და გააცნოს ქართველი ტენორ-ალტინო  მსოფლიო მელომანებსა და ჭეშმარიტი ხელოვნების მოყვარულებს.

სწორედ კლუბის ინიციატივით 13 იანვარს, წიგნის სახლში ბახტრიონზე გაიმართა კლუბის პირველი დახურული შეხვედრა მომღერალთან. საღამოს მიზანი იყო კლუბის წევრები ვიწრო წრეში პირადად შეხვედროდნენ მომღერალს და გამოეხატათ საკუთარი დამოკიდებულება და პატივისცემა მომღელისადმი.

სასიამოვნო საღამოზე გელა გურალიამ მის მომავალ გეგმებზეც ისაუბრა და ერთგული მსმენელი საკუთარი სიმღერით კიდევ ერთხელ მოხიბლა. ემოციებით სავსე  შეხვედრის დასასრულს ჯგუფის წევრებმა მომღერალს სამახსოვრო საჩუქარიც უსახსოვრა და კიდევ ერთხელ უსურვეს დიდი წარმატება მის რთულ, საპასუხისმგებლო, მაგრამ მომღერლისთვის სანუკვარ გზაზე.

 





 

წაკითხულია: 6687