პრესრელიზი
28 თებერვალი, 2013 გენდერული თანასწორობისთვის საქართველოში
თბილისი. 27 თებერვალს გაიმართა კონფერენცია, რომელის მიზანი იყო „გენდერული თანასწორობის უზრუნველსაყოფად განსახორციელებელი 2011 - 2013 წლების ეროვნული სამოქმედო გეგმის" შესრულების შეფასება და განხილვა. კონფერენციას ესწრებოდნენ პარლამენტის გენდერული საბჭოს წევრები, სამინისტროების, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები კონფერენციის მონაწილეებმა განიხილეს 2011-2013 წლების სამოქმედო გეგმის შესრულება, რომელიც მიზნად ისახავდა გენდერული თანასწორობის სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელებას ისეთ სფეროებში, როგორიცაა განათლება, ჯანდაცვა, სოციალური საკითხები, ეკონომიკა, გარემოს დაცვა და სამშვიდობო პროცესები, და ასევე ითვალისწინებდა ქალთა და მამაკაცთა სრული და თანაბარი მონაწილეობის ხელშეწყობას გადაწყვეტილების მიღების ყველა დონეზე. კონფერენციის მონაწილეებმა ასევე ისაუბრეს მომავალი სამოქმედო გეგმის მთავარ ამოცანებსა და მისი შემუშავებისათვის საჭირო პროცედურებზე. საკონტაქტო ინფორმაცია მაკა გვრიტიშვილი, UNDP საქართველო: 551 988999(მობილური), maka.gvritishvili@undp.org სოფო ჭიჭინაძე, UNDP საქართველო: 599 196907 (მობილური), sophie.tchitchinadze@undp.org დამატებითი ინფორმაცია: გაერო, შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (Sida) დაფინანსებით, ახორციელებს ერთობლივ პროგრამას გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისათვის საქართველოში. ამ პროგრამაში ჩართულია გაეროს სამი სააგენტო UNDP(გაეროს განვითარების პროგრამა), UNFPA (გაეროს მოსახლეობის ფონდი) და UN Women (გაეროს ქალთა ორგანიზაცია).
|