ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
გერმანიის კოოპერატივების ფედერაცია ქართულ მხარეს გამოცდილებას გაუზიარებს
06/12/2013

პრესრელიზი

6 დეკემბერი, 2013
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის

აკონტაქტო ინფორმაცია:
საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი
მარშალ გელოვანის გამზირი #6, თბილისი
nfomoa@moa.gov.ge www.moa.gov.ge
ტელ: 237 80 09
მობ: 599 50 26 19

გერმანიის კოოპერატივების ფედერაცია ქართულ მხარეს გამოცდილებას გაუზიარებს

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი მიშელძე გერმანიის კოოპერატივების ფედერაციის წარმომდგენლებს არტურ დილმანს და უვე შონეს შეხვდა.
გაცნობითი სახის შეხვედრაზე, გიორგი მიშელაძემ გერმანულ მხარეს კოოპერატივების განვითარების სახელმწიფოს ხედვა გააცნო, ასევე ახლადშექმნილი სააგენტოს ფუნქციებსა და პრინციპებზე დეტალურად ისაუბრა.
აღინიშნა, რომ გერმანიას კოოპერატივების განვითარების 150 წლიანი ისტორია აქვს და მათი გამოცდილებისა და რეკომენდაციების გათვალისწინება მნიშვნელოვანია.
შეხვედრაზე გიორგი მიშელაძემ და გერმანიის კოოპერატივების ფედერაციის წარმომდგენლებმა მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივებზე იმსჯელეს.

წაკითხულია: 2742

 

გააგზავნე პრესრელიზი

პრესრელიზის გამოწერა

თვის ყველაზე წაკითხვადი პრესრელიზები
1
30 წელი წიგნიერებისა და წიგნის მოყვარულთა სამსახურში