ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
გიორგი სიგუა ლვოვის მერს ანდრეი სადოვის ხვდება
27/11/2013

პრესრელიზი

27 ნოემბერი,2013
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის

საკონტაქტო პირი:
თამთა თამაზაშვილი
tourism@gnta.ge
599452233

გიორგი სიგუა ლვოვის მერს ანდრეი სადოვის ხვდება

 

 

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი სიგუა, უკრაინაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ქალაქ ლვოვის მერს ანდრეი სადოვის შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა ტურიზმის სფეროში სამომავლო თანამშრომლობის საკითხებზე ისაუბრეს.

 

შეხვედრის შემდეგ გიორგი სიგუამ და ანდრეი სადოვიმ ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს. ჟურნალისტების მიერ დასმულ შეკითხვებზე საქართველოს ტურიზმის ადმინისტრაციის ხემძღვანელმა უკრაინულ ენაზე უპასუხა. ლვოვის მერმა ანდრეი სადოვიმ გიორგი სიგუას პრესკონფერენციის უკრაინულ ენაზე ჩატარებისთვის მადლობა გადაუხადა.

 

ანდრეი სადოვიმ აღნიშნა, რომ დღითიდღე მატულობს ინტერესი საქართველოს მიმართ, რასაც ხელს უწყობს ორივე ქვეყნის ადგილმდებარეობა და პირდაპირი რეისები. ასევე აღნიშნა, რომ საგრძნობლად იმატა საქართველოში მოგზაურობის მსურველთა რიცხვმა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ უკრაინის ბაზარზე გატარებული სარეკლამო კამპანიების შედეგად.

შეგახსენებთ, რომ ავიაკომპანია „ვიზეარმა" დანიშნა პირდაპირი რეისები ქუთაისი-ლვოვის მიმართულებით, სადაც მსურველებს უკვე შეუძლიათ ბილეთების შეძენა.

„ჩვენ ვაგრძელებთ აქტიურ მარკეტინგულ კამპანიებს მიზნობრივ ბაზრებზე, აღსანიშნავია, რომ 2013 წლის 10 თვის მონაცემების მიხედვით უკრაინიდან ჩამოსული ვიზიტორების რაოდენობა 67%-ით აღემატება წინა წლის მაჩვენებელს. ამ დადებითი ტენდენციის შესანარჩუნებლად ადმინისტრაცია გააგრძელებს დამატებითი მარკეტინგული ღონისძიებების განხორციელებას" _ განაცხადა გიორგი სიგუამ.

ვიზიტის ფარგლებში, გიორგი სიგუა მიწვეულია კონფერენციაზე "Win with the Lion", სადაც ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი საქართველოში ტურიზმის დარგში ბოლო დროის განხორციელებულ პროექტებსა და რეფორმებზე ისაუბრებს.

 

 

წაკითხულია: 2444

 

გააგზავნე პრესრელიზი

პრესრელიზის გამოწერა

თვის ყველაზე წაკითხვადი პრესრელიზები
1
30 წელი წიგნიერებისა და წიგნის მოყვარულთა სამსახურში