ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
გიორგი სიგუას მრჩეველი ვალტერ ლოი იქნება
10/12/2013
პრესრელიზი

10 დეკემბერი,2013
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის

საკონტაქტო პირი:
თამთა თამაზაშვილი
tourism@gnta.ge
599452233

გიორგი სიგუას მრჩეველი ვალტერ ლოი იქნება

ევროპის სამოგზაურო კომისიის ყოფილი თავმჯდომარე და შვეიცარიის ტურიზმის ეროვნული სააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელი ვალტერ ლოი შვეიცარიაში სამუშაო ვიზიტით მყოფ საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელ გიორგი სიგუას შეხვდა.

ვალტერ ლოიმ მზადყოფნა გამოთქვა საქართველოს, სადაც ის პირველად ამა წლის მაისში იმყოფებოდა, თავისი გამოცდილებით და ავტორიტეტით უსასყიდლოდ დაეხმაროს. ის საქართველოს ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველი იქნება და 2014 წლის მაისში თბილისში 20 კაციან დელეგაციასთან ერთად ჩამოვა. დელეგაციაში შვეიცარიის პარლამენტის ყოფილი და ამჟამინდელი წევრები, ეკონომიკის სამინისტროსა და ტურიზმის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები იქნებიან.

 

"ვალტერ ლოი უდიდესი გამოცდილების და ავტორიტეტის მქონე პიროვნებაა. მას იცნობენ ევროპის პოლოტიკურ წრეებში და ძალიან აფასებენ. რაც შეეხება ტურიზმში მის გამოცდილებას ეს უბრალოდ ფასდაუდებელია, ხელმძღვანელობდე 8 წელი ევროპის სამოგზაურო კომისიას და შვეიცარიის ტურიზმის სააგენტოს ეს უკვე ძალიან ბევრს ნიშნავს" - განაცხადა გიორგი სიგუამ.

შეგახსენებთ, რომ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ვიზიტი შვეიცარიაში საქართველოს საელჩოს ეგიდით დაიგეგმა. სამუშაო ვიზიტის ფარგლებში გიორგი სიგუა ციურიხში, შვეიცარიის ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელობასა და შვეიცარიის ტურისტული სააგენტოების ასოციაციას შეხვდება.

წაკითხულია: 2944