პრესრელიზი
6 აპრილი, 2011
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის
საკონტაქტო ინფორმაცია:
თამარ კანაშვილი
pr@globalcell.ge
Tel: +99532420200
Fax: +99532950658
http://www.globalcell.ge/
გლობალსელი - თქვენი სიმ -ბარათი ამიერიდან დაზღვეულია!
[PUBLICITY.GE] თბილისი, 6 აპრილი , 2011 წელი - საქართველოში პირველად, სიმ-ბარათების დაზღვევა დაიწყო. გლობალსელმა ექსკლუზიური ხელშეკრულება გააფორმა დაზღვევის კომპანია "მობიუსთან", რომელიც სიმ-ბარათების დაზღვევას და უფასოდ აღდგენას უზრუნველყოფს.
5 აპრილიდან, ვინც შეიძენს გლობალსელის სიმ-ბარათს, მიიღებს საჩუქრად დაზღვევის პოლისს და სიმ-ბარათის დაკარგვის ან დაზიანების შემთხვევაში, ახალ სიმ-ბარათს სრულიად უფასოდ აღადგენს.
გლობალსელი ე.წ. ვირტუალური მობილური ოპერატორი, მომხმარებლებს სთავაზობს სტანდარტულზე 10-ჯერ უფრო იაფ როუმინგულ ტარიფებს და დამატებით ყოველთვიურად მომსახურებას ახალ სერვისს ამატებს, რაც მომხმარებელთა კმაყოფილების გარანტი ხდება.
გლობალსელს 15-ზე მეტი სერვისი აქვს და ამ ციფრს კიდევ ერთი, ექსკლუზიური მომსახურება - სიმ-ბარათების დაზღვევა შეემატა!
გლობალსელი გისურვებთ მშვიდობას და წარმატებებს!