ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
პრესრელიზი
11/03/2021
გლობალური სტარტაპ ფონდი მესამე ღონისძიებას მაისში გამართავს
საერთაშორისო ვენჩურული ფონდები და ენჯელ ინვესტორები აშშ-დან, ისრაელიდან, ევროპის სხვადასხვა ქვეყნებიდან, ენჯელ ინვესტორები საქართველოდან, ახალი საინვესტიციო პროდუქტი თიბისი ბანკის პროგრამა სტარტაპერთან პარტნიორობით და სტარტაპების შეხვედრა ინვესტორებთან, რომელიც მაისში BTU-ს ორგანიზებით გაიმართება - გლობალური სტარტაპ ფონდი მასშტაბებს აფართოებს და სტარტაპების შერჩევას დღეიდან იწყებს.
BTU-ს ბაზაზე, ისრაელის სილიკონ ვადისთან პარტნიორობით დაფუძნებული გლობალური სტარტაპ ფონდი სტარტაპების დაფინანსებისთვის მაისში ემზადება.

რიგით მესამე ღონისძიება გააერთიანებს საერთაშორისო პარტნიორებს, მსხვილ ინვესტორებს და სტარტაპ ეკოსისტემის გამორჩეულ მონაწილეებს მსოფლიოდან. გლობალური სტარტაპ ფონდი არის პირველი საერთაშორისო სტარტაპ ფონდი საქართველოში, რომელიც სილიკონ ველი თბილისის ტერიტორიაზე დაფუძნდა და პირველი მსხვილი დაფინანსება საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მხარდაჭერით, 1 300 000 ლარის ოდენობით, სტარტაპ Echolize-ში განახორციელა. ფონდის ორგანიზებით, ინვესტორების მონაწილეობით, ყოველწლიურად იმართება შეხვედრა ქვეყნის მოწინავე სტარტაპებთან მათი შემდგომი დაფინანსებისა და პარტნიორობის პოტენციალის განსახილველად.
ფონდი ორგანიზებას უკეთებს სტარტაპების ფიჩინგ დღეებსა და ადგილობრივ და საერთაშორისო ინვესტორებთან პირისპირ შეხვედრებს.

ფინანსებთან წვდომის სხვადასხვა შესაძლებლობების უზრუნველსაყოფად, გლობალური სტარტაპ ფონდის სტრატეგიულმა პარტნიორმა, თიბისი ბანკის პროგრამა სტარტაპერმა ახალი სტარტაპ საინვესტიციო პროდუქტი შექმნა, რომელიც აგრეთვე ხდება ხელმისაწვდომი კომპანიებისთვის და სტარტაპის დაფინანსების მსურველი ინვესტორებისთვის.
გლობალური სტარტაპ ფონდის ადგილობრივ და საერთაშორისო პარტნიორებთან შესახვედრად, სტარტაპების რეგისტრაცია უკვე დაწყებულია მითითებულ ბმულზე.
https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSclFZAtftk19zixWfRGBxy1LmKcVci_FxnqvSKsIole8F2jTg/viewform
ორგანიზაციის შესახებ
წაკითხულია: 996