ნინო ჭანიშვილმა ეტაპობრივად საკუთარი ბიზნესიც გააფართოვა და 2500 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა შეიძინა, სადაც ამჟამად სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს. გოგონა „მარშუტკით“ უკვე საკუთარი სივრცე აქვს მეწარმეობისთვის და საქმიანობის გასაფართოებლად. უახლოეს პერიოდში ნინო გეგმავს თანამედროვე სტილის საგამოცდო სივრცის და პრაქტიკული სავარჯიშო ავტოდრომის მოწყობას. წარმატებულ მეწარმეს ასევე დაგეგმილი აქვს, ამავე მიწის ნაკვეთზე ავტოსერვისიც მოაწყოს, რომელიც სრულ ავტომომსახურების შესთავაზებს მომხმარებლებს.
მიმდინარე წელს ნინო პროექტ USAID YES Georgia-ში ჩაერთო და ბაზ ჯორჯიას სასწავლო პროგრამის მონაწილეც გახდა.
„ყველა ახალი პროექტი ჩემთვის ახალი გამოწვევაა წარმოვაჩინო ჩემი თავი, ჩემი საქმიანობა და ჩემი სიტყვა ყველგან ვთქვა, USAID Yes Georgia ჩემთვის არის მეგობრობის, საქმისადმი სიყვარულის, ახალი ცოდნის შეძენის და საინტერესო ადამიანებთან ურთიერთობის გზა, ასეთი პროექტები არის ბიზნესისთვის ძალიან მნიშვნელოვანი, ეს ჩვენი ნაცნობობა აკავშირებს ჩვენს ბიზნესებს და ბევრი პარტნიორებიც კი გახდნენ, ჩვენ ერთმანეთს ვაძლიერებთ და ერთმანეთისგან ძალიან ბევრს ვსწავლობთ რაც ბიზნესის სამომავლო განვითარებისთვის აუცილებელია,“ - ამბობს წარმატებული ქალი მეწარმე.