ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
ისტორიები
15/08/2024
საკონტაქტო პირი:
მაია ჩიტაშვილი | 593260906 | maiko@publicity.ge
გოგონები კიბერუსაფრთხოებაში - ნანი გოდაძის ისტორია


გაიცანით ნანი გოდაძე, რომელიც ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის მათემატიკის ფაკულტეტის პირველი კურსის დამთავრების შემდეგ სწავლას PECS University-ს ფიზიკის ფაკულტეტზე აგრძელებს. Stipendium hungaricum-ის ფონდით უნგრეთში სასწავლებლად მიდის, თუმცა საქართველოშიც არაერთ წარმატებას მიაღწია - ოქროს მედალზე დაასრულა სკოლა, გახდა ყველაზე ახალგაზრდა უმაღლესი ფიზიკის მასწავლებელი მთელი საქართველოს მასშტაბით, ჟურნალ „ფორბსმა“ მის მიღწევებზე სტატია დაწერა და „საქართველოს ბანკის“ სიუჟეტშიც მოხვდა. ცდილობს, რომ რაც შეიძლება აქტიური და პროდუქტიული სტუდენტური წლები ჰქონდეს და ამისათვის ყველაფერს აკეთებს.


 


 გარდა მაღალი აკადემიური მოსწრებისა, კურიკულუმს მიღმა აქტივობებიც არანაკლებ მნიშვნელოვანია მისთვის - იგი ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის კიბერუსაფრთხოების კურსის მონაწილეა. ნანი აღნიშნული სფეროთი საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში იყო დაინტერესებული - ცდილობდა, რომ მას საკუთარი ძალებით დაუფლებოდა, სანამ KIU-ს კიბერუსაფრთხოების ტრენინგკურსზე გაიგებდა. ამბობს, რომ ერთ კვირიანი ინტენსიური კურსის დროს ზღვა მასალის ათვისება უწევდა - ტრენერების დამსახურებით მასალა კარგად შეისწავლა და გამოცდებიც კარგად დაწერა. სამივე დონის დაფარვის შემდეგ ეთიკური ჰაკინგის კურსს გამოარჩევს - ამბობს, რომ ეს კურსი უფრო ღრმად და დეტალურად მოიცავდა სხვადასხვა ასპექტებს, რამაც მასში განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია - ერთ-ერთი ასეთი საკითხი კი დაცვითი ოპერაციების ცენტრია, რომლის შესწავლასაც მომავალში კიდევ უფრო დეტალურად აპირებს. გარდა მონაწილეობისა, იგი კიბერუსაფრთხოების კურსის ლექტორს ასისტენტიც იყო 2 თვის განმავლობაში, რაც ნიშნავს, რომ ნანი არამხოლოდ სწავლობდა, არამედ ასწავლიდა კიდეც მონაწილეებს. მიაჩნია, რომ KIU-მ კარგ ტრენერად გადაამზადა და სემინარების ჩატარებითა და ცოდნის გაზიარებით მასალა კიდევ უფრო კარგად შეისწავლა. სხვებისთვის სწავლის პროცესი აღნიშნულ კურსში ყველაზე სასიამოვნოდ ახსენდება და ამბობს, რომ ამ პროცესმა დაარწმუნა, თვეებით კიბერუსაფრთხოების სწავლა და გამოცდებისათვის მზადება ნამდვილად ღირდა. ინტენსიური ტრენინგების გავლა და დაგროვილი გამოცდილება დაეხმარა, რომ „თიბისისა“ და „USAID-ის ერთობლივი პროექტის ფარგლებში შექმნილი კურსის „მაღალი დონის კიბერუსაფრთხოება : დაცვითი ოპერაციების ცენტრი“-ს მონაწილე გამხდარიყო, სადაც ამ სფეროს კიდევ უფრო დაწვრილებით შეისწავლის. ტრენინგების გავლა დაეხმარა, რომ თავი სხვა პროფესიულ ჭრილში დაენახა. ამბობს, რომ აქამდე თავს კიბერუსაფრთხოების სფეროში ვერ ხედავდა, თუმცა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში გავლილმა კურსმა აჩვენა, რომ არამხოლოდ აინტერესებს ეს სფერო, არამედ კარგად გამოსდის და შეუძლია, რომ ამ სფეროში თავისი სიტყვა თქვას.


 

            ფიქრობს, რომ დაგროვებული ცოდნა მომავალში არაერთ ასპექტში დაეხმარება - კიბერუსაფრთხოება და ის სხვა არაერთი უნარი, რომელიც გასული წლების განმავლობაში უნივერსიტეტში თუ სხვადასხვა კურიკულუმს მიღმა აქტივობების განმავლობაში შეიძინა, წარმატების მიღწევის წინაპირობაა. თავისი თავის სხვა პროფესიულ ჭრილში დანახვა კი არწმუნებს, რომ შეუძლია მრავალმხრივ განვითარდეს და არაერთ სხვადასხვა სფეროში მოსინჯოს თავისი შესაძლებლობები.

ორგანიზაციის შესახებ
წაკითხულია: 214

 

გააგზავნე პრესრელიზი

პრესრელიზის გამოწერა

თვის ყველაზე წაკითხვადი პრესრელიზები