პრესრელიზი
8 ოქტომბერი, 2014
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის
საკონტაქტო პირი
ნათია ომაძე
პრესასთან და საზოგადოებასთან
ურთიერთობის მენეჯერი
საზოგადოებრივი კავშირი
,მეგობრობის ხიდი - ქართლოსი "
ტელ: +995 599 299211
გორის N2 სჯარო სკოლის ეზოში სკვერი გაიხსნა
გორის N2 საჯარო სკოლის ეზოში სკვერი გაიხსნა, რომელიც ,, მეგობრობი ხიდი - ქართლოსის" პროექტის ,,ეკო სკოლები საჯარო სივრცეების შესაქმნელად" ფარგლებში მოეწყო. სკვერის რეაბილიტაციის პროექტი N2 სჯარო სკოლამ დაწერა და პროექტის ფარგლებში გამოცხადებულ მინი-პროექტების კონკურსში გაიმარჯვა.
რეაბილიტაციის ფარგლებში სკოლის ეზოში დაიდგა სკამები, მოპირკეთდა გაზონი, შიგ ჩაიყარა მიწა და ჩაირგო ყვავილები. გაზაფხულზე დაგეგმილია გაზონის გადიდება და გამწვანება ხეებით და ბუჩქებით. სარაბილიტაციო სამუშაოებში სასკოლო კლუბის მოსწავლეები და მასწავლებლები იყვნენ ჩართულნი.
პროექტის ფარგლებში გამოცხადებული სასკოლო კლუბების კონკურსში სულ ოთხი სკოლის მიერ მომზადებულმა საჯარო სივრცის მინი-პროექტმა გაიმარჯვა. გამარჯვებულმა გორის N3 საჯარო სკოლის კლუბმა კომბინატის დასახლებაში არსებული სკვერის რეაბილიტაცია მოახდინა, ნიქოზის სასკოლო კლუბმა სკოლის ეზო მოაწესრიგა, ვარიანის სასკოლო კლუბმა კი სპორტული მოედანი.
პროექტი ,,ეკო სკოლები საჯარო სივრცეების შესაქმნელად" განხორციელება მიმდინარე წლის თებერვალში დაიწყო და მასში ჩართული იყო კონკურსის წესით შერჩეული გორის მუნციპალიტეტის 7 საჯარო სკოლა (N2, N3, N7, ვარიანის ნიქოზის, ერგნეთის და წითელუბნის). პროექტის მიზანი იყო საზოგადოებრივი სივრცეების შექმნაში შიდა ქართლის ახალგაზრდების მონაწილეობის იდეის დანერგვა და განხორციელება.
პროექტის ფარგლებში გამოიცა წარმატებული საჯარო სივრცის შექმნის სახელმძღვანელო ,,როგორ შევცვალოთ გარემო", რომელიც გადაეცათ პროექტში მონაწილე სკოლებს მინი-პროექტების მომზადებაში დასხმარებლად.
პროექტი ,,ეკო სკოლები საჯარო სივრცეების შესაქმნელად" დაფინანსებულია პოლონურ-ამერიკული თავისუფლების ფონდის პროგრამის, ცვლილება რეგიონში RITA-ს ფარგლებში, რომლიც ხორციელდება დემოკრატიის ფონდის მიერ.