ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
გორის მუნიციპალიტეტში ოკუპირებული ტერიტორიების გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლების გაზიფიცირება
24/09/2014

პრესრელიზი

23 სექტემბერი,2014
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის

საკონტაქტო პირი:
გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის
 საზოგადოებასთან ურთიერთობის
განყოფილების უფროსი
ანა ლაფაჩი
599772288

 

გორის მუნიციპალიტეტში ოკუპირებული ტერიტორიების გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლების გაზიფიცირება 


გორის მუნიციპალიტეტში ოკუპირებული ტერიტორიების გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლების გაზიფიცირება მიმდინარეობს. ხვალ, 24 სექტემბერს, 11 საათზე სამუშაოებს გორის მუნიციპალიტეტის გამგებელი დავით ონიაშვილი დაათვალიერებს და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდება.

სამუშაოებს ხურვალეთში შპს. „კონსტრუქცია XI" ახორციელებს. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია 15 კმ სიგრძის ბუნებრივი აირის მილის გაყვანა, ასევე ამომყვანების, მრიცხველებისა და გამანაწილებლების დამონტაჟება. მოსახლეობას სახლამდე ბუნებრივ აირს უფასოდ მიუყვანენ. პროექტის ღირებულებაა 280 000 ლარი. სოფელ ხურვალეთის 300-მდე ოჯახში ნოემბრის თვეში ცისფერი ალი აინთება და ადგილობრივებს ზამთრის სეზონისთვის ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემა მოუგვარდებათ. ამ სოფელში ბუნებრივი აირი არასოდეს ყოფილა. 

გაზიფიცირების სამუშაოებს ოკუპირებული ტერიტორიების გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლებში საქართველოს გაზის ტრანსპორტის კომპანია კონტრაქტორ კომპანიებთან ერთად ახორციელებს. გორის რაიონის 33 სოფელში წლის ბოლოსთვის ბუნებრივ აირს 8799 ოჯახი მიიღებს. სახელმწიფო ბიუჯეტიდან, საქართველოს მასშტაბით საზღრისპირა სოფლების გაზიფიცირებისთვის 19 მილიონი ლარია გამოყოფილი. პროექტის ფარგლებში საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტის 58 სოფელში 13 375 კომლის გაზიფიცირება მოხდება.

 

 


საკონტაქტო პირი: 
გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის საზოგადოებასთან ურთიერთობის 
განყოფილების უფროსი ანა ლაფაჩი 599772288

 

 

წაკითხულია: 3172