16 მაისი, 2013
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის
საკონტაქტო ინფორმაცია:
ნათია ომაძე
პრესასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური
მისამართი: გორი 1400 საქართველო
სტალინის გამზ. ¹16
ტელ/ფაქსი: +995 370 27 80 10
+995 577 95 77 57
+995 599 29 92 11
ელ.ფოსტა: shidakartli1@gmail.com
ვებ-გვერდი: www.shidakartli.gov.ge
გორში შიდა ქართლის რეგიონული განვითარების სტრატეგიის პროექტის განხილვა იგეგმება
გორში 17 მაისს შიდა
ქართლის რეგიონული განვითარების სტრატეგიის პროექტის განხილვა მოხდება.
რეგიონული განვითარების სტრატეგიის შემუშავების მიზნით
შექმნილი იყო ოთხი სამუშაო ჯგუფი. მათ ექსპერტებთან
ერთად ორთვიანი რეგულარული შეხვედრების,
შესაბამისი მასალების შეგროვებისა და ანალიზის საფუძველზე ჩამოყალიბეს შიდა
ქართლის მდგრადი განვითარების ოთხი ძირითადი მიმართულება
და სტრატეგიული განვითარების პროექტი. ხვალ სწორედ ამ პროექტს წარმოადგენენ შესაბამის სექტორში მომუშავე ექსპერტები.
შიდა
ქართლის რეგიონული განვითარების სტრატეგიის პროექტის განხილვაში მონაწილეობას მიიღებენ
შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული - გუბერნატორი ზურაბ ჩხეიძე, საქართველოს რეგიონული
განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს თვითმმართველობის განვითარებისა და რეგიონული
პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი, გერმანიის
საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების GIZ “ადგილობრივი თვითმმართველობის ხელშეწყობა სამხრეთ კავკასიაში” პროგრამის წარმომადგენელი და სამუშაო
ჯგუფის წევრები.
შიდა
ქართლის რეგიონული განვითარების სტრატეგიის პროექტს განხილვისა და კორექტირების შემდეგ
შიდა ქართლის გუბერნატორის მიერ შექმნილი რეგიონული საბჭო დაამტკიცებს.
გუბერნატორის
ადმინისტრაცია პროექტის განხილვაში მონაწილეობის მისაღებად იწვევს ყველა დაინტერესებულ
პირს.