25 თებერვალი, 2014
დაუყოვნებლივ გავრცელებისათვის
საკონტაქტო პირი:
თამთა თამაზაშვილი
tourism@gnta.ge
599452233
ამის შესახებ საქართველოს დაცული ტერიტორიების სააგენტოს ხელმძღვანელმა რატი ჯაფარიძემ და საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი სიგუამ მარტვილში, გოჭკადილის კანიონის მონახულებისას განაცხადეს. მათი თქმით დაგეგმილია ერთობლივი პროექტის ფარგლებში კანიონის ტერიტორიის კეთილმოწყობა, რაც ითვალისწინებს ვიზიტორთა ცენტრის გახსნას, ავტოპარკინგის მოწყობას , მდინარეზე სასერნო ნავებისთვის პირსის მშენებლობას, საფეხმავლო ბილიკების მოწესრიგებას, უსაფრთხოების ნორმებზე ზრუნვას, მიმდებარე ტერიტორიის დასუფთავებას და სხვა ღონისძიებებს.
ასევე მარტვილის ცენტრში გაიხსნება ტურისტული საინფორმაციო ცენტრი, სადაც ვიზიტორებს ტურისტული ობიექტების და მარშრუტების შესახებ ინფორმაციას მიაწვდიან. სამეგრელოს ბუნებრივი პირობები და არსებული ატრაქციები შესანიშნავი საშუალებაა ტურისტების მოსაზიდად რეგიონში.
ტურიზმის ადმინისტრაცია და დაცული ტერიტორიების სააგენტო სხვა ერთობლივ პროქეტებსაც განახორციელებს რეგიონში. რეგიონი ექსტრემალური და სათავგადასავლო ტურიზმის ცენტრად იქცევა, მოეწყობა ინფრასტრუქტურა რაფტინგისთვის, კაიაკინგისთვის და სხვა აქტივობებისთვის.