პრესრელიზი
14 აგვისტო, 2012
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის
საკონტაქტო პირი:
დიანა ველენგურსკაია
მობ: 599 47 48 54
გრანდიოზული რბოლა "Bridgestone Black Sea Cup" 2012-სთვის
18-19 აგვისტოს, ქალაქ ბათუმში კომპანია „თეგეტა მოტორსი" იაპონურ კომპანია BRIDGESTONE-თან ერთად უკვე მერვედ აწყობს ყოველწლიურ შეჯიბრს წყვილთა რბოლაში "Bridgestone Black Sea Cup".
2012 წლის „ბრიჯსთოუნის შავი ზღვის თასის" ღონისძიებას 2 დღე დაეთმობა. საპრიზო ფონდი შეადგენს 8 000 ლარს. პირველ დღეს გაიმართება შეჯიბრი (წყვილთა რბოლა) მოყვარულ მრბოლელებსა და პროფესიონალებს შორის, ხოლო მეორე დღე დაეთმობა სხვადასხვა მედია საშუალებების წარმომადგენლების რბოლას.
სპეციალურად ამ ღონისძიებაზე დასასწრებად ჩამოდიან „ბრიჯსტოუნის" წარმომადგენლები იაპონიიდან, ასევე დელეგაცია კოამპანია Motul-დან. შეჯიბრს დაესწრებიან „თეგეტა მოტორსის" ტოპ მენეჯმენტის წარმომადგენლები, ბათუმის მერია, კომპანიის სტუმრები და სხვა ოფიციალური პირები. აღნიშნული შეჯიბრი ჩატარდება საქართველოს საავტომობილო სპორტის ფედერაციის (FIA-ს ოფიციალური წევრი) ორგანიზებით, ბათუმის ტურიზმის სააგენტოს, აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტისა და ბათუმის მერიის პატრონაჟით. ღონისძიების მხარდამჭერები: კომპანია „ბილაინი" და Motul.
აღნიშნული ღონისძიება ჩატარდება იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, „ბათუმის კარიბჭესთან".
პირველი ავტორბოლა შედგა 2005 წელს და, მას შემდგომ, აღნიშნული ღონისძიება საზოგადოებაში დიდი პოპულარობით სარგებლობს. „ბრიჯსტოუნის შავი ზღვის თასი" საქართველოში გამოირჩევა როგორც პრესტიჟულობით, ასევე ყველაზე მაღალი საპრიზო ფონდით და მასში მონაწილეობს ყველა ლიდერი ქართველი ავტომრბოლელი.