მუსიკა, რომელსაც ხავერდოვანი, აფრო-ამერიკული ტემბრის მქონე გრეგორი პორტერი მსმენელს სთავაზობს, მრავალ ჟანრს აერთიანებს, მათ შორის - ჯაზს, ფანკს, R&B-ს, ბლუზსა და გოსპელს. გრეგორი პორტერის კარიერული წინსვლა, 2010 წელს, პირველი ალბომით, „Water“ დაიწყო. „Water“, რამდენიმე კვირის განმავლობაში, ამერიკის ჯაზ-ალბომების ათეულში მოწინავე ადგილებს იკავებდა.
მომდევნო ალბომი - „Be Good“, მსმენელს მომღერალმა 2012 წელს წარუდგინა. პირველი გრემის ჯილდო კი, „საუკეთესო ჯაზ-ვოკალის“ კატეგორიაში, გრეგორი პორტერმა, 2012 წელს, ალბომისთვის - „Liquid Spirit“ აიღო. 2013 წელს, ჯაზ-ვოკალისტი, კიდევ ერთი გრემის მფლობელი გახდა, დისკისთვის - „Take Me to the Alley“.