ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
პრესრელიზი
13/05/2025
გუდავაძე-პატარაკაციშვილის ფონდის შესახებ

გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდი 2017 წელს ინნა გუდავაძის ინიციატივით დააარსა. მისი მისიაა ხელი შეუწყოს ქვეყანაში განათლების სისტემის განვითარებას, განათლების საერთო ხარისხის ამაღლებასა და განათლების ყველასთვის ხელმისაწვდობის გაზრდას. გპფ ძირითადად სასკოლო და პროფესიული განათლების მიმართულებით ინიცირებული პროექტების მხარდამჭერი და თანადამფინანსებელია.

ფონდის მიერ დაფინანსებული ერთ-ერთი პირველი პროექტია „პროფესიული განათლების ეროვნულ ჯილდო", რომელიც პოპულარიზაციას უწევს პროფესიულ განათლებას და ყოველწლიურად გამოავლენს საუკეთესო სტუდენტებს, მასწავლებლებს, სასწავლო პროგრამას, კოლეჯსა და ბიზნეს პარტნიორს. (საქართველოს პარლამენტი პროექტის ერთ-ერთი მხარდამჭერია) განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს დებატების კულტურის განვითარება - ინიციატივა, რომელსაც ფონდი მეხუთე წელია აფინანსებს პროექტს და რომელიც სკოლებში და უნივერსიტეტებში დებატების ხელოვნების დანერგვას ემსახურება. (პროექტის პირველი ეტაპი ითვალისწინებდა პედაგოგების გადამზადებას და დღეს უკვე მომსავალი პედაგოგებიც ეუფლებიან ამ ცოდნას.


სიახლეა უმაღლეს საგანმანათლებლო სივრცეში ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტი „ფსიქო-ემოციური უნარების სწავლება". მისი მიზანია, რომ მომავალმა პედაგოგებმა ისწავლონ საკუთარი ემოციების მართვა და გამოიყენონ ეს უნარები მოსწავლეებთან ურთიერთობისას. ამ ეტაპზე პროექტში 6 უმაღლესი სასწავლებლის განათლების ფაკულტეტი იღებს მონაწილეობას, სადაც ეს პროგრამა ინერგება, როგორც არჩევითი საგანი.


„მასწავლებლის ეროვნული ჯილდო", ფონდის ერთ-ერთი მხარდაჭერილი პროექტია, რომელიც გამოარჩევს ისეთ პედაგოგებს, რომლებიც ცოდნის სამყაროსთან აზიარებენ მოსწავლეებს, მათ პიროვნებად ჩამოყალიბებაში უწყობენ ხელს და ქვეყნის პატრიოტ მომავალს ზრდიან.
გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდი საკუთარი ინიციატივით ახორციელებს „მომავალი პედაგოგის" სასტიპენდიო პროგრამას, რომელიც რეგიონული უნივერსიტეტების საუკეთესო სტუდენტებს აფინანსებს. .პროგრამა ახალგაზრდებს მოტივაციას აძლევს, დაინტერესდნენ მასწავლებლის პროფესიით და მათი მაღალი აკადემიური მოსწრება და სოციალური აქტიურობა წაახალისოს. ფონდს უკვე 160-მდე სტიპენდიანტი ჰყავს. 7 რეგიონალურ უნივერსიტეტში. კურსდამთავრებულთა დიდი ნაწილი დასაქმებული.


ფონდის ერთ-ერთი მთავარი პრინციპი მდგრადობაა - ყველა პროექტი ისე იგეგმება, რომ მისგან მიღებული სარგებელი საშუალო და გრძელვადიანად აისახოს განათლების სისტემაზე და არ იყოს მხოლოდ მყისიერ ეფექტზე გათვლილი.


საქმინაობის დაწყებიდან დღემდე ფონდის მიერ 50-ზე მეტი პროექტი დაფინანსდა. ფონდის ინვესტიციამ 5.5 მილიონ ლარს გადააჭარბა. ფონდის თანადაფინანსებულ პროექტებს შორისაა: მეცხოველეობის პროფესიული სასწავლო პროგრამების დანერგვა რაჭაში, ქართული ენის სწავლების გაძლიერება ეთნიკურ უმცირესობებსა და ლტოლვილებში, პროფესიული გაერთიანებების მხარდაჭერა, მეთოდური სახელმძღვანელოების შექმნა და დანერგვა და სხვა პროექტები.


იხილეთ ვიდეო ფონდის საქმიანობის შესახებ აქ.

ორგანიზაციის შესახებ
წაკითხულია: 59