ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
პრესრელიზი
21/11/2024
გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდი აგრძელებს მომავალი პედაგოგების წამახალისებელ სასტიპენდიო პროგრამას

გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდი უკვე მეხუთე წელია წარმატებით ახორციელებს მომავალი პედაგოგების წამახალისებელ სასტიპენდიო პროგრამას. მიმდინარე კვირას გუდავაძე -პატარკაციშვილის ფონდის წარმომადგენლები სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტს ეწვივნენ. ვიზიტის მიზანს სწორედ ფონდის სტიპენდიანტებთან და სტუდენტებთან შეხვედრა წარმოადგენდა. ფონდის დირექტორი ზურაბ კერვალიშვილი ასევე დაესწრო ახალგაზრდა პედაგოგის თეონა თათოშვილის, ყოფილი სტიპენდიანტის, ღია გაკვეთილს სოფელ წყრუთის სომხურენოვან სკოლაში, სადაც მასწავლებელმა მათემატიკის გაკვეთილი ჩაატარა.

ღია გაკვეთილის შემდეგ შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა და აკადემიურ პერსონალთან. სტუმრებს მიესალმნენ და მადლობა გადაუხადეს უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა მაკა ბერიძემ, რექტორის მოადგილემ სამეცნიერო დარგში პროფესორმა მერაბ ბერიძემ, განათლების, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა, ასოცირებულმა პროფესორმა, გულიკო ბექაურმა.


ფონდისა და სჯსუს თანმშრომლობა 2020 წლიდან ხორციელდება და იგი მხოლოდ სასტიპენდიო პროგრამით არ შემოიფარგლება. მიმდინარე სასწავლო წელს, გპფ-ს ხელშეწყობით და მხარდაჭერით უნივერსიტეტში დაიწყო ახალი არჩევითი მოდულის სოციალურ-ემოციური უნარების სწავლება დაწყებითი განათლების მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული, საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის მეხუთე კურსის სტუდენტებისთვის. პროგრამის ფარგლებში სტუდენტმა შეხვედრაზე სწორედ სოციალურ-ემოციური უნარების სწავლების მნიშვნელობის შესახებ წარადგინეს პრეზენტაციები.


ღონისძიებაზე ფონდის დირექტორმა, ზურაბ კერვალიშვილმა მადლობა გადაუხა სტუდენტებს წარმატებული სწავლისა და აქტიურობისათვის, ისაუბრა ფონდის საქმიანობის ისეთ მნიშვნელოვან პრიორიტეტზე, როგორიცაა მასწავლებლის პრფესიის ხელშეწყობა და განვითარება. მან ასევე მადლობის სიგელით დააჯილდოვა უნივერსიტეტის რექტორი პროფესორი, მაკა ბერიძე და ფაკულტეტის დეკანი, ასოცირებული პროფესორი, გულიკო ბექაური.


შეხვედრის ბოლოს გაიმართა სტუდენტთა სასტიპენდიო ხელშეკრულებებზე ხელმოწერის ცერემონია.


სასტიპენდიო პროგრამა "მომავალი პედაგოგი" ფონ­დის მიერ ინიცირებული პროექტია, რომელიც 2020 წელს დაიწყო და დღეს უკვე შვიდ პარტნი­ორ სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტ­ში ხორ­ცი­ელ­დე­ბა. მისი მი­ზა­ნია ხელი შე­უ­წყოს პე­და­გო­გის პრო­ფე­სი­ის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ას, და­მა­ტე­ბი­თი მო­ტი­ვა­ცია გა­უ­ჩი­ნოს, გან­სა­კუთ­რე­ბით რე­გი­ონ­ში მცხოვ­რებ, ახალ­გაზ­რდებს და პარტნი­ორ უნი­ვერ­სი­ტე­ტებ­ში შექ­მნას მა­ღა­ლი აკა­დე­მი­უ­რი მოს­წრე­ბის აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბის მო­ზიდ­ვის მეტი შე­საძ­ლებ­ლო­ბა. სტი­პენ­დი­ის თვი­უ­რი ოდე­ნო­ბა შე­ად­გენს 150 ₾-ს. მა­ღა­ლი აკა­დე­მი­უ­რი მოს­წრე­ბის სტი­პენ­დი­ან­ტებს უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბი თა­ვად არ­ჩე­ვენ.


პროგ­რა­მის ფარ­გლებ­ში, ოთხი წლის მანძილზე ფონდმა უკვე 150-მდე სტუდენტი დააფინანსა. წელს ფონდს 65 აქტიური სტიპენდიანტი ჰყავს. კურსდამთავრებულთა დიდი ნაწილი პროფესიით აგრძელებს საქმიანობას საქართველოს სხვადასხვა სკოლაში.


გუდავაძე-პატარკაციშვილის საქველმოქმედო ფონდი 2017 წელს ქალბატონ ინნა გუდავაძის ინიციატივით დაარსდა და მისი მიზანია განათლების სისტემის განვითარების ხელშეწყობა და ისეთი პროექტების მხარდაჭერა, რომლებიც მიმართული იქნება ქვეყანაში განათლების ხარისხის გაუმჯობესებასა და ხელმისაწვდომობის გაზრდაზე, რათა სკოლაში განათლებული, წარმატებული, თავისუფალი და პატრიოტი მოქალაქე აღიზარდოს. გპფ-ის ძირითადი მიმართულებებია სასკოლო და პროფესიული განათლება; უმაღლესი განათლების მიმართულება შემოიფარგლება მხოლოდ ფონდის ინვესტიციით რეგიონულ უნივერსიტეტებში მომავალი პედაგოგების წახალისებისა და სასწავლო პროგრამებისა თუ პროცესების ხარისხის გაუმჯობესების მხარდაჭერის მიზნით. დღეისათვის გპფ-ს ჯამში 5 მილიონი ლარის 45-ზე მეტი საგანმანათლებლო გრანტი აქვს დაფინანსებული.

 


 


 

ორგანიზაციის შესახებ
წაკითხულია: 107