ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
პრესრელიზი
16/09/2022
გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის დირექტორი სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის მრჩეველთა საბჭოს შეხვედრას დაესწრო

გასულ კვირას, კალიფორნიაში, სან დიეგოს უნივერსიტეტის ორგანიზებით, სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი საქართველოს მრჩეველთა საბჭოს ვიზიტი სან დიეგოში და საბჭოს გასვლითი შეხვედრა გაიმართა. ოფიციალურ ვიზიტში მონაწილეობა მიიღო გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის დირექტორმა ზურაბ კერვალიშვილმა, რომელიც საბჭოს ერთ-ერთი აქტიური წევრია და SDSU-ს სტიპენდიანტთა პროგრამის მხარდამჭერია. სხდომას ასევე დაესწრენენ სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პრეზიდენტი ადელა დე ლა ტორესი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტი მიხეილ ჩხენკელი, ათასწლეულის ფონდი დირექტორი მაგდა მაღრაძე, SDSU-ს დეკანი ჰალილ გუვენი, კალიფორნიის სახელმწიფო უნივერსიტეტის სისტემის სამეურნეო საბჭოს წევრები და ქართული დელეგაციის წევრები.


შეხვედრში მონაწილეებმა განიხილეს სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი საქართველოს მიღწევები, კურსდამთავრებულთა წარმატებული დასაქმების საკითხები და კერძო სექტორთან თანამშრომლობის სამომავლო შესაძლებლობები, სდსუ საქართველოს პროექტის მდგრადობის უზრუნველსაყოფად. აგრეთვე, შეხვედრის მონაწილეები გაეცნენ უნივერსიტეტის კარიერისა და დასაქმების მიმართულების პრეზენტაციას და იმ შედეგებს, რაც დასაქმების მიმართულებით უკვე ხორციელდება. აღნიშნული მიმართულებები უნივერსიტეტში ემსახურება სდსუ საქართველოს სტუდენტებისა და კურსდამთავრებულების დასაქმებას და ბაზარზე არსებული დანაკლისის შევსებას ტექნოლოგიური და საინჟინრო მიმართულებით.


 


„ჩვენი ფონდისთვის საინტერესო და მნიშვნელოვანია ამერიკელ პარტნიორებთან და კერძოდ კი სან დიეგოს უნივერსიტეტთან თანამშრომლობა, რომელსაც ბოლო წლებია ვახორციელებთ. ვფიქრობთ, ის ინვესტიცია, რაც ქართველი ახალგაზრდების სწავლაში ჩავდეთ მნიშვნელოვანია არა მხოლოდ მათ პროფესიონბად ჩამოყალიბებაში, არამედ წარმატებისა და სიკეთის მომტანი იქნება მთლიანად განათლების სისტემისთვის და ქვეყნის ეკონომიკისთვის. ეს ის მაღალი კვალიფიკაციის მომავალი სტემ დარგების სპეციალისტები არიან, რომლებიც უკვე დღეს ქმნიან და ცვლიან რეალობას. საბჭოს გასვლითმა სხდომამ და ვიზიტმა საშუალება მოგვცა უკვეთ დაგვენახა სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებიც და შეგვეფასებინა ის შთამბეჭდავი შედეგები, რაც ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით ხორციელდება. იმედია ჩვენი ნაყოფიერი პარტნიორობა გაგრძელდება და კიდევ სხვა საინტერესო პროექტის მხარდამჭერები ვიქნებით, რომელსაც ამერიკული მხარე ქართულ მხარესთან ერთად საგანმანათლებლო მიმართულებით საქართველოში განახორციელებს“,  - აღნიშნა ფონდის დირექტორმა ზურაბ კერვალიშვილმა.


 


ვიზიტის ფარგლებში ფონდის დირექტორი ასევე პირადად გაეცნო სან დიეგოს უნივერსიტეტის არაერთ საინტერესო პროექტს და ამერიკულ მხარესთან სამომავლო თანამშრომლების პერსპექტივებიც განიხილა, კერძოდ საქართველოში განათლების ფაკულტეტების გაძლიერების მიმართულებით.


 


საქართველოს სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სასტიპენდიო პროგრამა, რომელიც გპფ-ს მიერ ფინანსდება, მიზნად ისახავს ქართველმა ნიჭიერმა ახალგაზრდებმა საქართველოში მიიღონ უმაღლესი ხარისხის ამერიკული განათლება და მხარი დაუჭიროს ამერიკული ხარისხის უმაღლესი განათლების დამკვიდრებას და მდგრადობას. პროგრამა ითვალისწინებს ბაკალავრის ხარისხის ნაკადის სტუდენტებისთვის  სტიპენდიას, რომელიც  გაიცემა კანდიდატის მიღწევებიდან/შედეგებიდან, ასევე ფინანსური მხარდაჭერის საჭიროებებიდან გამომდინარე. მნიშვნელოვანია, რომ გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის 14 სტიპენდიანტიდან 9 ახალგაზრდამ მიმდინარე წელს დაასრულა სწავლა SDSU-ში და მათი უმრავლესობა უკვე დასაქმებულია, ან სწავლას უცხოეთის წამყვან უნივერსიტეტებში აგრძელებს, ხოლო ოთხი სტიპენდიანტი უკვე 2023 წელს აიღებს ამერიკულ დიპლომს. ჯამში ფონდის დაფინანსება და ფულადი ინვესტიცია SDSU-ს სტუდენტების სასტიპენდიო პროგრამაში 1,3 მილიონ ლარს  შეადგენს.


ორგანიზაციის შესახებ


გუ­და­ვა­ძე-პა­ტარ­კა­ციშ­ვი­ლის ფონ­დი 2017 წელს შე­იქ­მნა და მისი მი­სი­აა ხელი შე­უ­წყოს ქვე­ყა­ნა­ში გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მის გან­ვი­თა­რე­ბას. იგი მიზ­ნად ისა­ხავს გა­ნათ­ლე­ბის სა­ერ­თო ხა­რის­ხის ამაღ­ლე­ბას, გა­ნათ­ლე­ბის სტან­დარ­ტე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა­სა და მას­ზე ხელ­მი­საწ­ვდო­მო­ბის გაზ­რდას. სა­კუ­თა­რი საქ­მი­ა­ნო­ბი­თა და გა­ნათ­ლე­ბის სექ­ტორ­ში ინ­ვეს­ტი­რე­ბით "გპფ“ მო­წო­დე­ბუ­ლია, შე­იქ­მნას სა­ჯა­რო და კერ­ძო პარტნი­ო­რო­ბის წარ­მა­ტე­ბუ­ლი მო­დე­ლი ეროვ­ნუ­ლი გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მის მხარ­და­სა­ჭე­რად. ბოლო 4 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ფონ­დის მიერ და­ფი­ნანსდა 25-ზე მეტი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პრო­ექ­ტი. "გპფ-ს“ ფი­ნან­სუ­რი ინ­ვეს­ტი­ცია გა­ნათ­ლე­ბის სექ­ტორ­ში თით­ქმის 3.5 მლნ. ლარს შე­ად­გენს.


 


ფონ­დის მიერ და­ფი­ნან­სე­ბუ­ლი პრო­ექ­ტე­ბის თა­ნა­დამ­ფი­ნან­სებ­ლე­ბი და პარტნი­ო­რე­ბი არი­ან ისე­თი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი და ინ­სტი­ტუ­ტე­ბი, რო­გო­რე­ბი­ცაა: ათას­წლე­უ­ლის გა­მოწ­ვე­ვის ფონ­დი - სა­ქარ­თვე­ლო, სა­ქარ­თვე­ლოს გა­ე­როს ბავ­შვთა ფონ­დი, USAID, UNDP, სა­ქარ­თვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტრო, მას­წავ­ლებ­ლის პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის ცენ­ტრი, Konrad Adenauer Stiftung, სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის ევ­რო­პას­თან ინ­ტეგ­რა­ცი­ის კო­მი­ტე­ტი, სა­ინ­ფორ­მა­ციო ცენ­ტრი ნა­ტო­სა და ევ­რო­კავ­ში­რის შე­სა­ხებ, Public Institution Educational Debate Centre in Lithuania, ილი­ას სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტი, სამ­ცხე-ჯა­ვა­ხე­თის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტი, ივა­ნე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტი, გო­რის, ზუგ­დი­დის, თე­ლა­ვის, ახალ­ცი­ხის, სო­ხუ­მის, ბა­თუ­მის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბი და სხვა ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი.


წაკითხულია: 893