ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
პრესრელიზი
17/06/2020
საკონტაქტო პირი:
მაია ჩიტაშვილი | 593260906 | maiko@publicity.ge
გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდი 2020 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს გენერალური სპონსორია
განათლების კოალიციის ინიციატივით და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრთან პატრნიორობით მიმდინარე „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ კონკურსის ფარგლებში საუკეთესო ათეული გამოვლინდა, რომელთაგან ერთ-ერთი 5 ოქტომბერს მასწავლებლის მსოფლიო დღეს, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი გახდება. პროექტის გენერალური სპონსორია გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდი, რომელიც გამარჯვებულს 10 000 ლარი გადაეცემს.
„ჩვენ უკვე რამოდენიმე წელია აქტიურად ვუჭერთ მხარს განათლების კოალიციის პროექტს და ყოველ წლიურად ვზრდით ბიუჯეტსაც. ძალიან გვახარებს, რომ წლიდან წლამდე იზრდება სხვა კერძო, თუ დონორი კომპანიების რიცხვიც, რომლებიც ერთვებიან პროექტში. ამ მნიშვნელოვან კამპანიას, ისევე როგორც ზოგადად განათლებას, ნამდვილად სჭირდება მხარდაჭერა, რაც ჩვენი მთავარი მიზანიცაა. სწორედ მსგავსი ტიპის აქტივობებით შევძლებთ ყველა ერთად სისტემური გარდატეხა შევიტანოთ განათლების სფეროში“, - განაცხადა პატარკაციშვილი-გუდავაძის ფონდის დირექტორმა ზურაბ კერვალიშვილმა.
მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს საუკეთესო ათეული სკოლის ლიდერობის ეროვნული კონკურსის ფინალისტებმა დაასახელეს, ესენი არიან:
• ციცინო გობაძე - წალკის მუნიციპალიტეტის, სოფელ გუმბათის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი
• სოფიო გოგოხია - აფხაზეთის N10 საჯარო სკოლის სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების და ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი
• სალომე გოჩოლეიშვილი - ბოლნისის მუნიციპალიტეტის, სოფელ ქვემო-არქევანის საჯარო სკოლის ქართულის, როგორც მეორე ენის მასწავლებელი
• ნათელა დავითაია - სენაკის მუნიციპალიტეტის, წმინდა ალექსი შუშანიას სახელობის მართლმადიდებლური სკოლა-გიმნაზიის ისტორიის მასწავლებელი
• ივანე დიდებელი - ორბეთის საჯარო სკოლისა და კერძო სკოლა „ახალი თაობის“ ინგლისური ენის მასწავლებელი
• მარინე ვართუმაშვილი - ქალაქ გორის N12 საჯარო სკოლის გეოგრაფიის მასწავლებელი
• ანა კინწურაშვილი - თბილისის კერძო სკოლა ქორალის მათემატიკის მასწავლებელი
• მარინე ფორჩხიძე - რევაზ მუმლაძის სახელობის ქალაქ ზესტაფონის N7 საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი
• თეონა შერაზადიშვილი - ონის მუნიციპალიტეტის სოფელ ღარის და სიმონ სხირტლაძის სახელობის ქალაქ ონის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი
• ელზა ხარშილაძე - საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიგვზარის საჯაროს სკოლის ფიზიკის მასწავლებელი.

მასწავლებლის ეროვნული ჯილდო განათლების კოალიციის, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრსა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შორის გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე, 2017 წლის 13 მაისს დაწესდა. აღნიშნული ინიციატივა საქართველოში უკვე მეოთხედ ხორციელდება და ის მასწავლებელთა პოპულარიზაციისკენ მიმართული გლობალური კამპანიის – „The Global Teacher Prize“ ნაწილია. გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდი მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მხარდამჭერი 2017 წლიდანაა და ფონდის მიზანია ხელი შეუწყოს ქვეყანაში განათლების სისტემის განვითარებას, და მიზნად ისახავს განათლების საერთო ხარისხის ამაღლებას, განათლების სტანდარტების გაუმჯობესებას და განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდას.
გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდთან ერთად, პროექტის მხარდამჭერები არიან საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრი (ctc), ლიბერთი ბანკი, ტელეკომპანია იმედი, საზოგადოებრივი მაუწყებელი და მარკეტინგული კომპანია 4MEDIA.
ორგანიზაციის შესახებ
წაკითხულია: 2619