ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
გუდვილი კიდევ ერთხელ გახდა ევროპის ბიზნეს დაჯილდოების ნომინანტი
19/07/2011


პრესრელიზი

19 ივლისი, 2011
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის

საკონტაქტო პირი:
თეა გოცაძე
საზოგადოებასთან ურთიერთობების მენეჯერი
ტელ: (+995 32) 24 36 73

გუდვილი კიდევ ერთხელ გახდა ევროპის ბიზნეს დაჯილდოების ნომინანტი

[Publicity.Ge]თბილისი, 19 ივლისი, 2011 - კომპანია გუდვილი ევროპის ბიზნეს დაჯილდოებაზე ხელმეორედ წარადგინეს. ევროპის ბიზნეს დაჯილდოების სპონსორი ეიჩ-ეს-ბი-სი ბანკია.

გამოვლინდა ბიზნეს დაჯილდოების ბოლოს წინა ეტაპის შედეგები, სადაც ევროპის საუკეთესო 220 კომპანიას შორის 4 ქართული ბრენდი დასახელდა, ესენია: „"გუდვილი", „ემჯგუფი", „ჯიემპი" და „მედიქლაბჯორჯია". მათ საშუალება აქვთ გახდნენ ევროპის ბიზნეს ჯილდოს მფლობელები.

ევროპის ბიზნეს დაჯილდოების ბოლოს წინა ეტაპის Ruban d'Honneur-ის  პრიზიორები 28 ივლისს გამოვლინდებიან, ხოლო გამარჯვებულები დასახელდებიან 2011 წლის 22 ნოემბერს ევროპის ასობით მედიის, წარმატებული პოლიტიკოსისა და ბიზნესმენის წინაშე.

„საქართველო ევროპის ბიზნეს დაჯილდოებაზე მეორე წელია იღებს მონაწილეობას და მოხარული ვარ, რომ გუდვილი ორივეჯერ იქნა წარდგენილი. გასულ წელს,  გუდვილი 15,000 წარმატებულ ევროპულ კომპანიიდან შერჩეულ 100 საუკეთესო ბრენდს შორის დასახელდა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და პრესტიჟული კონკურსი, სადაც კომპანიებს საშუალება ეძლევათ წარმოაჩინონ საკუთარი მიღწევები და გაუზიარონ წარმატება სხვა პროგრესულ ბიზნესებს. ვიმედოვნებ ამჯერადაც მივიღებთ ღირსეულ ჯილდოს. მადლობას ვუხდი „ეიჩ ეს ბი სი" ბანკს და წარმატებებს ვუსურვებ ქართულ კომპანიებს" -
განაცხადა გუდვილის გენერალურმა დირექტორმა ნუგზარ მაღულარიამ.

ევროპის ყველა ქვეყნიდან კომპანიებს  ჟიური ავლენს, რომელთა შორის არიან ეკონომისტები, აკადემიკოსები, ბიზნეს ლიდერები, პოლიტიკოსები და მედიის წარმომადგენლები.

გასულ წელს, „ეიჩ ეს ბი სი"-ს რეკომენდაციით საქართველოს პირველად მიეცა საშუალება მიეღო მონაწილეობა ევროპის ბიზნეს დაჯილდოებაში, სადაც კომპანია გუდვილმა მიიღო პრიზი საუკეთესო ბიზნეს საქმიანობისთვის.

 

წაკითხულია: 2572