ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
გუდვილის საგაზაფხულო აქციები მაღაზია "მერლინში"
21/04/2011


პრესრელიზი

21 აპრილი,  2011
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის

საკონტაქტო პირი:
თეა გოცაძე
საზოგადოებასთან ურთიერთობების მენეჯერი
ტელ: (+995 32) 24 36 73

 „გუდვილის" საგაზაფხულო აქციები  მაღაზია „მერლინში"

[PUBLICITY.GE] თბილისი,  21 აპრილი , 2011 წელი - კომპანია „გუდვილის" ტანსაცმლისა და ტექსტილის ახალი მაღაზია „მერლინი" მომხმარებლებს საგაზაფხულო სიახლეებს სთავაზობს. მაღაზია „მერლინში" უკვე წარმოდგენილია ხელვაჩაურის ფაბრიკის BTM-ის ნაწარმის ახალი კოლექცია, რომელშიც შედის: ქალის, მამაკაცისა და ბავშვის ტანსაცმლის ფართო არჩევანი, ტექსტილი, თეთრეული და ყველა სახის საგაზაფხულო ნაჭრები.


მაღაზია „მერლინი" სიახლესთან ერთად საგაზაფხულო აქციასაც იწყებს. მომხმარებლებს, რომლებიც გუდვილის ქსელში 100 ლარიან შესყიდვას განახორციელებენ, საშუალება ექნებათ მაღაზია „მერლინში", ქვითრის წარდგენის შემთხვევაში, 15%-იანი ფასდაკლებით ისარგებლონ. ასევე მიმდინარეობს დიდი ფასდაკლება ძველ კოლექციაზე.

მაღაზია „მერლინი", რომელიც ირაკლი აბაშიძის 81 ნომერში მდებარეობს, ორი თვეა რაც გაიხსნა და სხვადასხვა აქციებითა და ახალი კოლექციებით ხშირად ანებივრებს მის მომხმარებლებს. მაღაზიაში წარმოდგენილი კოლექციები ყოველ ორ კვირაში ახლდება. ხელვაჩაურის ფაბრიკის BTM-ის ნაწარმი, რომლის ექსკლუზიური პარტნიორია კომპანია გუდვილი, მაღალი ხარისხითა და ხელმისაწვდომი ფასებით გამოირჩევა, ტანსაცმლის ფასი იწყება 15 ლარიდან, თეთრეულის 6 ლარიდან, ხოლო ყველა სახის ქსოვილი 8 ლარი ღირს.

„მერლინმა" უკვე დაიმსახურა ხალხის მოწონება, რასაც მომხმარებელთა ყოველდღიური  რაოდენობა აჩვენებს.

წაკითხულია: 3581