პრესრელიზი
25 ნოემბერი, 2010
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის
საკონტაქტო პირი:
თეა გოცაძე
საზოგადოებასთან ურთიერთობების მენეჯერი
ტელ: (+995 32) 24 36 73
მობ: (+995 77) 47 77 61
გუდვილში ფრანგული საკონდიტრო კომპანია „დიჯიეფი"ს მთავარმა კონდიტერმა მასტერ კლასები ჩაატარა
[PUBLICITY.GE] თბილისი, 25 ნოემბერი, 2010 წელი - დღეს, 25 ნოემბერს 17:00სთ-ზე, ჰიპერმარკეტ გუდვილში საკონდიტრო ნაწარმის პრეზენტაცია დეგუსტაცია მოეწყობა.
გუდვილში სპეციალური მოწვევით იმყოფება ფრანგული საკონდიტრო ინგრედიენტების სადისტრიბუციო კომპანია „დიჯიეფი"ს მთავარი შეფ-კონდიტერი ბრუნო კურე, რომელმაც ოთხი დღის განმავლობაში გუდვილის კონდიტერებს მასტერ კლასი ჩაუტარა.
გუდვილში ასევე მოეწყო ღია მასტერ კლასები, რომელსაც სხვადასხვა კომპანიების კონდიტერებიც დაესწრნენ.
„დიჯიეფის" მთავარი შეფ-კონდიტერი ბრუნო კურე: „მასტერ კლასების ჩატარების დროს, ჩვენი მთავარი მიზანია კარგად გადავცეთ ცოდნა, რადგან შემდეგ საუკეთესო შედეგი მივიღოთ, რაც ძალიან დიდ სიამოვნებას გვანიჭებს. მე ძალიან მოხარული ვარ, რომ გუდვილში დამხვდა ასეთი მონდომებული კადრები, ისინი მაქსიმალურად ეცადნენ ამომწურავი ინფორმაცია მიეღოთ ჩემგან, ასევე ჩემი გაკვირვება გამოიწვია თქვენმა წარმოებამ, აქ ყველაფერი მაღალ დონეზეა, ალბათ ეს არის მთავარი მიზეზი, რომ გაქვთ ამდენი ხარისხის ნიშანი."
პრეზენტაციას ასევე დაესწრებიან „დიჯიეფის" პრეზიდენტი ჟან ლუკ შამპო, რომელიც ჩამოვიდა რათა შეამოწმოს თუ როგორ ხდება მისი პროდუქტების დისტრიბუცია საქართველოში და ფრანგული ჟურნალი „პატისიე"ს მთავარი რედაქტორი ფრანკ ლაკრუა, რომელიც თავის ჟურნალში გააშუქებს გუდვილში ჩატარებულ მასტერ-კლასს და დღევანდელ პრეზენტაციას.