ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
დაგეგმილი რეორგანიზაცია გარემოს დაცვის სამინისტროში
06/02/2013

პრესრელიზი

6 თებერვალი, 2013
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის

საკონტაქტო ინფორმაცია:
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური
E-mail:
pr@moe.gov.ge
Tel
.: +995 32 72 72 34
577293979
ინგა ნიკაგოსიანი

დაგეგმილი რეორგანიზაცია გარემოს დაცვის სამინისტროში

საქართველოს პარლამენტს წარედგინა საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომელიც შედგება 43 კანონპროექტისაგან. ამ ცვლილებათა თანახმად,რეორგანიზაციის შემდეგ სამინისტრო განახორციელებს არა მხოლოდ გარემოს დაცვის სახელმწიფო მართვას, არამედ ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სახელმწიფო მართვასაც (გარდა ნავთობისა და გაზისა). სამინისტროს სახელწოდება იქნება საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო.

ფუნქციები:

სახელმწიფო კონტროლის განხორციელება გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით  სარგებლობაზე;

ბირთვული და რადიაციული საქმიანობის რეგულირება;

ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის ლიცენზირების ორგანიზება.

სამინისტროს შემადგენლობაში შევა ხუთი საჯარო სამართლის იურიდიული პირი: დაცული ტერიტორიების სააგენტო, გარემოს ეროვნული სააგენტო, სატყეო-საბაზისო სანერგე მეურნეობა, სატყეო სააგენტო და გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი.

ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სსიპ ბუნებრივი რესურსების სააგენტო შევა გარემოსა და ბუნებრივი რესურსებისდაცვის სამინისტროს სისტემაში სსიპ სატყეო სააგენტოს სახით.

ბუნებრივი რესურსების სააგენტოს ფუნქციები მათი უფლებამოსილებების ფარგლებში განაწილდება:  საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებაზე - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტზე,საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირზე - ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოზე, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიულ პირზე - სატყეო სააგენტოზე და საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიულ პირზე - გარემოს ეროვნულ სააგენტოზე.

გარემოს დაცვის და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში კონტროლს განახორციელებს სამინისტრო, სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის, სსიპ სატყეო სააგენტოსა და სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოს მეშვეობით.

საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტით გათვალისწინებულია შეთანხმებების გაუქმება გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში გარემოსთვის მიყენებული ზიანისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების გადახდის ადმინისტრირების თაობაზე. მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, აღნიშნული შეთანხმებები ნებისმიერ დაინტერესებულ პირს თუ კომპანიას საშუალებას აძლევს, გარკვეული კომპენსაციის სანაცვლოდ წარსულში გარემოს დაცვის სფეროში ჩადენილი დანაშაული საკომპენსაციო ფულით გამოისყიდოს საქართველოს მთავრობასთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე.

იკრძალება ნადირობა გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფ გარეულ ცხოველებზე. ამასთან, ნადირობა დაშვებულია მხოლოდ ტყის ფონდის ტერიტორიაზე და  სპეციალურად საამისოდ გამოყოფილ ტერიტორიებზე - სამონადირეო მეურნეობებში: აღკვეთილში, დაცულ ლანდშაფტში და მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიაზე.

ცვლილებებით ერთიანდება ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები გაფრქვევის ნორმების პროექტისა და მავნე ნივთიერებათა ინვენტარიზაციის ტექნიკური ანგარიში. მეწარმე სუბიექტს ექნება მხოლოდ ერთი ჰაერდაცვითი დოკუმენტის შემუშავების ვალდებულება. ატმოსფეროში მავნე ნივთიერებათა  გაფრქვევის სახელმწიფო აღრიცხვის ფორმების შეთანხმებას და რეგულირებას დაქვემდებრებული ობიექტების  აღრიცხვას განახორციელებს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი.

წაკითხულია: 2725

 

გააგზავნე პრესრელიზი

პრესრელიზის გამოწერა

თვის ყველაზე წაკითხვადი პრესრელიზები
1
30 წელი წიგნიერებისა და წიგნის მოყვარულთა სამსახურში