ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
დავით კირვალიძე ესტონეთის საპარლამენტო დელეგაციას შეხვდა
30/04/2013
 

პრესრელიზი

30 აპრილი,2013
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის

საკონტაქტო ინფორმაცია:
საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი 
მარშალ გელოვანის გამზირი #6, თბილისი
infomoa@moa.gov.ge
http://www.moa.gov.ge/
ტელ: 237 80 09
მობ: 599 50 26 19

დავით კირვალიძე  ესტონეთის საპარლამენტო დელეგაციას შეხვდა

სოფლის მეურნეობის მინისტრმა ესტონეთის საპარლამენტო დელეგაციას სოფლის მეურნეობაში არსებული ვითარება გააცნო.

დავით კირვალიძე გააცნო სტუმრებს მთავრობის ხედვა და ის ძირეული ცვლილებები, რომლების განხორციელებაც იგეგმება დარგის შემდგომი განვითარების მიზნით.  მინისტრის თქმით, დღეს ხელისუფლებისთვის სოფლის მეურნეობის განვითარება პრიორიტეტულია არა მხოლოდ დეკლარაციის დონეზე, არამედ პრაქტიკულად. შეხვედრაძე დავით კირვალიძემ განსაკუთრებული ყურადღება  ამჟამად მიმდიანარე პროექტებზე გაამახვილა.

„ჩვენი მოსახლეობის 54% სოფლის მეურნეობით არის დაკავებული. ჩვენი მიზანია მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი ამ ადამიანებს, რომ მათ საკუთარი შრომით  შეძლონ ოჯახების გამოკვება და ელემენტარული მოთხოვნილებების დაკმაყოფილება", - განაცხადა მინისტრმა.

ესტონეთის საპარლამენტო დელეგაციის წარმომადგენლებმა   დადებითად შეაფასეს მთავრობის საგაზაფხულო პროგრამის ფარგლებში მიმდინარე პროექტები. ესტონელი პარლამენტარების თქმით, საგაზაფხულო პროგრამის ფარგლებში მიდინარე პროექტები, როგორიცაა  მცირემიწიან ფერმერთა საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობისა  და შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტები ქართველი ფერმერებისთვის სერიოზული სტიმულია და მათი ეფექტური რეალიზაცია სრულიად შეცვლის სოფელში არსებულ რეალობას. „ესტონეთს აქვს კარგი გამოცდილება სოფლის მეურნეობის განვითარების მიმართულებით და მოხარულები ვართ გავუზიაროთ ეს გამოცდილება ჩვენს ქართველ კოლეგებს",  - განაცხადა შეხვედრაზე  ესტონეთის საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელმა.

შეხევდრის დასასრულს, მინისტრმა მადლობა გადაუხადა სტუმრებს მაღალი შეფასებებისთვის და იმ ინტერესისთვის, რომელსაც ესტონეთის პარლამენტი საქართველოში სოფლის მეურნეობის განვითარების მიმართ იჩენს.

 

წაკითხულია: 2073

 

გააგზავნე პრესრელიზი

პრესრელიზის გამოწერა

თვის ყველაზე წაკითხვადი პრესრელიზები
1
30 წელი წიგნიერებისა და წიგნის მოყვარულთა სამსახურში