პრესრელიზი
26 აპრილი,2013 |
დავით კირვალიძე მემორანდუმის ხელმოწერის ცერემონიას დაესწრო
სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით კირვალიძე ბეჭდური და ინტერნეტ გამოცემა "ლიბერალსა" და "საქართველოს ფერმერთა ასოციაციას" შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ხელმოწერის ცერემონიას დაესწრო. აღნიშნული მემორანდუმი სოფლის მეურნეობაში მიმდინარე პროცესების მხარდასაჭერად "ლიბერალისა" და "საქართველოს ფერმერთა ასოციაციის" ერთობლივ მუშაობას ითვალისწინებს.
,,მოხარული ვარ, რომ ჩვენი დარგი მართლაც პრიორიტეტი ხდება: ქაღალდიდან ის გადავიდა მთავრობის საპროგრამო დოკუმენტებში. ნათლად ადასტურებს სოფლის მეურნეობის მნიშვნელობას ის გარემოებაც, რომ დღითიდღე იზრდება ამ მიმართულებით არასამთავრობო სექტორის, საერთაშორისო ორგანიზაცების, ბიზნეს სექტორის, მედიის და უბრალოდ ჩვენი მოქალაქეების ინტერესი. უდაოდ გამორჩეულია მედიის როლი - მათ აქტიობას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. მინდა დავაფიქსირო ჩემი პოზიცია, რომ შეუძლებელია სისტემამ მწყობრად იმუშავოს, თუ ამ პროცესში აქტიურად არ იქნება ჩართული არა მხოლოდ სამინისტრო და მთავრობა, არამედ თითოეული ადამიანი, ფერმერები და მეწარმეები, რომელთა წარმატების გარეშე წარმოუდგენელია ქვეყნის მომავალი" - განაცხადა დავით კირვალიძემ.
ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამის, ევროკომისიის და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომლებიც ჩართულები არიან სოფლის მეურნეობის განვითარების კუთხით მიმდინარე პროექტებში.