ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
დავით კირვალიძე სამტრედიაში
23/04/2013
 
 

პრესრელიზი

23 აპრილი,2013
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის

საკონტაქტო ინფორმაცია:
საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი 
მარშალ გელოვანის გამზირი #6, თბილისი
infomoa@moa.gov.ge
www.moa.gov.ge
ტელ: 237 80 09
მობ: 599 50 26 19

დავით კირვალიძე სამტრედიაში

სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით კირვალიძე და  შპს ,,მექანიზატორის"  გენერალური  დირექტორი  ვაჟა   ნახუცრიშვილი  სამტრედიაში მდებარე სერვისცენტრში იმყოფებოდნენ.

მინისტრი   მექნიზაციისა და ელექტროფიკაციის ინსტიტუტის დირექტორს ზაზა მახარობლიძეს შეხვდა, რომელმაც ქართული წარმოების ექსპერიმენტული გუთანი   წარუდგინა. აღნიშნული გუთანით მიწის ფართობების დამუშავება უკვე განხორციელდა.

,,ეს ძალიან კარგი ფაქტია, რომ საქართველოში მექანიზაციის ტექნიკის აწყობა  უკვე შესაძლებელია. ქართული  გუთნიის გამოცდის შემდეგ, სავარაუდოდ მისი სერიული წარმოება დაიწყება", - აღნიშნა დავით კირვალიძემ.

მინისტრი ფერმერებსაც შეხვდა და ,,მცირემიწიან ფერმერთა ხელშეწყობის პროგრამის"  მიმდინარეობის  შესახებ ინფორმაცია  მოისმინა. მან ყველა პრობლემურ საკითხზე დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. დავით კირვალიძემ ფერმერებს     სამინისტროს მიერ დაგეგმილი პროგრამებიც გააცნო.

 

წაკითხულია: 2320