პრესრელიზი
9 მაისი,2013
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის
საკონტაქტო ინფორმაცია:
საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი
მარშალ გელოვანის გამზირი #6, თბილისი
infomoa@moa.gov.ge
http://www.moa.gov.ge/
ტელ: 237 80 09
მობ: 599 50 26 19
დავით შერვაშიძე ბადიაურში აგროსამრეწველო კომპლექსის გაიხსნას დაესწრო
სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე დავით შერვაშიძე საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ბადიაურში აგროსამრწეველო კომპლექს ,,ბადიაურის" გახსნის ცერემონიალს დაესწრო. კომპლექსის ტერიტორიაზე განთავსებულია რძის გადამამუშავებელი ქარხანა, სადაც სხვადასხვა სახეობის ყველი იწარმოება. კომპლექსი ასევე მოიცავს თანამედროვე ტიპის სამაცივრე მეურნეობას, რომელიც ამჟამად მზადაა წლევანდელ სეზონზე მიიღოს 250 ტონამდე სხვადასხვა სახეობის ხილი და მექანიზაციის უბანს, რომელმაც სოფლის მეურნეობის პროექტის ფარგლებში ჩამოყალიბდა და აქ არსებული ტექნიკით საგარეჯოში 500 ჰა-ზე მეტი ფართობი დაამუშავდა. კომპლექსის ტერიტორიაზე გაიხსნა ყველის მაღაზიაც, სადაც მსურველებს ადგილობრივი წარმოების სახვდასხვა სახეობის ყველის შეძენის საშუალება ექნებათ.
,,ასეთი ტიპის მცირე საწარმოების შექმნა არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის. პირველადი წარმოება, გადამუშავების გარეშე არ მოიტანს ისეთ ეფექტს რაც ჩვენ გვსურს. სოფლის მეურნეობის სამინისტრო აქტიურად მუშაობს ამ მიმართულებით. ჩვენი მიზანია მცირე ფერმერების, მეწარმეების სტიმულირება და ხელშეწყობა. იმედი გვაქვს, რომ შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში ასეთი მცირე ზომის საწარმოები ყველა მუნიციპალიტეტში და საკრებულოში გაიხსნება", - განაცხადა დავით შერვაშიძემ.
კომპლექს ,,ბადიაურის" გახსნის ცერემონიას ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, გიგლა აგულაშვილი, საგარეჯოს მაჟორიტარი თინათინ ხიდაშელი და პარლამენტის წევრები, ასევე სოფლის მეურნეობის სამინისტროს, შვეიცარიული პროექტ MOLI - ის, სოფლის მეურნეობის აკადემიის, სადისტრიბუციო და საექსკურსიო ბიუროს წარმომადგენლები.
ღონისძიებაზე სტუმრებს საშუალება ჰქონდათ გაცნობოდნენ შხამ-ქიმიკატებისა და სასოფლო სამეურნეო ტექნიკის სპეციალიზირებულ მაღაზიას, ასევე ფერმერთა მომსახურების ცენტრს.
კომპლექსის დათვალირების დროს, სტუმრები გაეცნენ ტერიტორიაზე წარმოდგენილ ხალხური რეწვის ნიმუშებსა და სუვენირებს, ასევე დააგემოვნეს ადგილოვრივი წარმოების ყველი და ღვინო.