ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
დავით შერვაშიძე გარდაბნის რაიონში საგაზაფხულო სამუშაოების
01/05/2013
 

პრესრელიზი

1 მაისი,2013
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის

საკონტაქტო ინფორმაცია:
საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი
მარშალ გელოვანის გამზირი #6, თბილისი
infomoa@moa.gov.ge
http://www.moa.gov.ge/
ტელ: 237 80 09
მობ: 599 50 26 19

დავით შერვაშიძე გარდაბნის რაიონში საგაზაფხულო სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო

სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე დავით შერვაშიძე გარდაბნის მუნიციპალიტეტში სიმინდის თესვის პროცესს დაესწრო. თესვის სამუშაოები  საქართველოს მთავრობის ,,მცირემიწიან ფერმერთა საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტის" ფარგლებში მიმდინარეობს. დავით შერვაშიძე სოფელ ნაზარლოს მოსახლეობასაც შეხვდა და საგაზაფხულო პროგრამის შესახებ მათი მოსაზრებები მოისმინა.   ადგილობრივი ფერმერები აღნიშნული პროექტის მიმდინარეობით კმაყოფილები არიან. მათ აღნიშნეს, რომ სასოფლო-სამეურნეო ბარათების გამოყენებით უკვე დაამუშავეს მიწები, დათესეს იონჯა და ახლა სიმინდის თესვა მიმდინარეობს.

,,მართლაც რომ უპრეცედენტო პროგრამა ხორციელდება და იმედი გვაქვს წარმატებულად დასრულდება. მთელი ქვეყნის მასშტაბით მოიხნა და ითესება ისეთი ფართობები, რომლებიც წლობით არ დამუშავებულა. სასოფლო-სამეურნეო ბარათების გამოყენებით მოსახლეობას მიტოვებული მიწების დამუშავების, სათესლე მასალის, სასუქის და სხვა სასოფლო-სამეურნეო ინვენტარის შეძენის საშუალება მიეცა. სოფლის მეურნეობა საქართველოს მთავრობისთვის  რეალურად პრიორიტეტია და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ გლეხმა შვება იგრძნოს და ქართული სოფელი მოძლიერდეს", - განაცხადა დავით შერვაშიძემ.

საგაზაფხულო ხვნა-თესვის მიმდინარეობის პროცესში  აქტიურად ჩაერთვნენ სოფლის მეურნეობის სამინისტროს ახალადშექმნილი რაიონული საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის სპეციალისტებიც. დღესვე, დავით შერვაშიძე და გარდაბნის რაიონული სამსახურის ხელმძღვანელი ლევან გოგოჭური სოფელ მარტყოფში სიმინდის თესვის პროცესს დაესწრნენ და ადგილობრივ ფერმერებასც შეხვდნენ. მინისტრის მოადგილემ მოსახლეობას დეტალური ინფორმაცია მიაწოდა საგაზაფხულო პროგრამების მიმდინარეობაზე და  სამინისტროს მიერ დაგეგმილ სამომავლო პროექტებზე ესაუბრა.  

 

 

 

 

წაკითხულია: 2318

 

გააგზავნე პრესრელიზი

პრესრელიზის გამოწერა

თვის ყველაზე წაკითხვადი პრესრელიზები
1
30 წელი წიგნიერებისა და წიგნის მოყვარულთა სამსახურში