ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
დავით შერვაშიძე რეაბილიტირებული კარბის სათავე ნაგებობის გახსნას დაესწრო
12/05/2013
 
   

პრესრელიზი

12 მაისი,2013
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის

საკონტაქტო ინფორმაცია:
საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი
მარშალ გელოვანის გამზირი #6, თბილისი
infomoa@moa.gov.ge
http://www.moa.gov.ge/
ტელ: 237 80 09
მობ: 599 50 26 19

დავით  შერვაშიძე  რეაბილიტირებული კარბის  სათავე  ნაგებობის   გახსნას  დაესწრო

[PUBLICITY.GE],თბილისი, 12 მაისი, 2013 - გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კარბში  რეაბილიტირებული კარბის სათავე ნაგებობა  სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ დავით შერვაშიძემ, რეგიონული განვითარებისა ინფრასტრუქტურის მინისტრმა დავით ნარმანიამ და საქართველოს გაერთიანებული სამელიორაციო სისტემების კომპანიის დირექტორმა ვაჟა კირტავამ გახსნეს.

„სოფლის მეურნეობის სამინისტროსთვის ყველა ახალი ობიექტის გახსნა არის განსაკუთრებით სასიხარულო. ფერმერებს შევპირდით, რომ რწყვის სეზონი ამ წელს იქნებოდა ბევრად უფრო ორგანიზებული  ვიდრე გასულ წლებში, რასაც ვპირდებით რეალურად ამის განხორციელება იწყება", - განაცხადა დავით შერვაშიძემ.

ტირიფონის მაგისტრალური არხის საშუალებით გორის მუნიციპალიტეტის  23 სოფლის 5 ათასი ჰექტარი და  5 ოსური სოფლის - ზემო არცევის, გორიაანთკარის, ოტრევის, მაქსიაანთ უბნისა და წინაგარის დაახლოებით 700 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი იქნება წყალუზრუნველყოფილი.   ტირიფონის მაგისტრალურ არხში წყალი მდ. პატარა ლიახვიდან   კარბის სათავე ნაგებობის საშუალებით  ჩაედინება.

„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი რეგიონი ჩვენი ქვეყნისთვის და ძალიან მიხარია, რომ დღეს შესრულებული სამუშოების შემდეგ უფრო მეტ ადამიანს ექნება საშუალება მორწყას თავისი ნაკვეთი და მეტი მოსავალი მოიყვანოს",- განაცხადა ვაჟა კირტავამ.

ტირიფონი-სალთვისის საირიგაციო სისტემების რეაბილიტაციას საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID)  დაფინანსებით ახორციელებს. პროექტის საერთო  ღირებულება 13 მლნ ლარია.

წაკითხულია: 2013

 

გააგზავნე პრესრელიზი

პრესრელიზის გამოწერა

თვის ყველაზე წაკითხვადი პრესრელიზები
1
30 წელი წიგნიერებისა და წიგნის მოყვარულთა სამსახურში