დაინტერესებულ მხარეთა საკოორდინაციო ჯგუფი თვითმმართველობების წარმომადგენლებთან ერთად გარემოს დაცვის, კლიმატის ცვლილების და სოფლის მეურნეობის საკითხებს გაინიხილავს
საქართველო, თბილისი - 2013 წლის 1 ოქტომბერს სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასში" აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მისიის წარმომადგენლები კლიმატის ცვლილების საკითხებზე დაინტერესებულ მხარეთა საკოორდინაციო შეხვედრას დაესწრებიან. (დასაწყისი: 10.30.)
დაინტერესებულ მხარეთა საკოორდინაციო ჯგუფი, რომელიც საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების, სახელმწიფო სტრუქტურებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს აერთიანებს, USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "საქართველოს რეგიონებში კლიმატის ცვლილებისადმი ადაპტაციისა და ზეგავლენის შერბილების ზომების ინსტიტუციონალიზაცია" ფარგლებში შეიქმნა. პროგრამას ადგილობრივი თვითმმართველობის ეროვნული ასოციაცია ახორციელებს. საკოორდინაციო ჯგუფი გარემოს დაცვის, კლიმატის ცვლილების და სოფლის მეურნეობის საკითხებზე მუნიციპალიტეტებში არსებულ პრობლემებსა და მიმდინარე პროექტებს განიხილავს.
პროგრამა წარმოადგენს საკვანძო ინიციატივას, რომელიც მიმართულია საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობების საქმიანობის დღის წესრიგში გარემოს დაცვითი და კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული საკითხების ინტეგრირებაზე. პროგრამა ითვალისწინებს ადგილობრივი თვითმმართველობების დონეზე გარემოს დაცვის, კლიმატის ცვლილების და სოფლის მეურნეობის საკითხების აქტუალიზაციას და აღნიშნულ საკითხებზე მომუშავე სპეციალური ერთეულების შექმნას, რაც ხელს შეუწყობს ადგილობრივი თვითმმართველობების ფუნქციების განხორციელებას ბუნებრივი რესურსების მართვის, სივრცითი დაგეგმარებისა და მდგრადი განვითარების სფეროში.
პროგრამა ხორციელდება საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის მიერ და შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის დიდსულოვანი მხარდაჭერის შედეგად და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ძალისხმევის საფუძველზე
აშშ-ს მთავრობა მხარს უჭერს აღნიშნულ ინიციატივას საქართველოში, როგორც მნიშვნელოვან ძალისხმევას საქართველოს ბუნებრივი რესურსების ეფექტური მენეჯმენტისა და დაცვისათვის.