2019 წლის 27 ნოემბერს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში დაიწყო “ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ’’ საქართველოს კანონის პროექტის საჯარო განხილვები. საჯარო განხილვების ფარგლებში სულ გაიმართა ხუთი შეხვედრა, მათ შორის, ერთი ზოგადი, რომელზეც მოხდა მთლიანი კანონპროექტის ზოგადი მიმოხილვა და ოთხი ეტაპობრივი შეხვედრა, რომლებზეც კანონის პროექტი განხილული იქნა თავების მიხედვით. საჯარო განხილვებზე დასწრება ყველასთვის თავისუფალი იყო.