22 მარტს, 13 საათიდან, თბილისი მოლის მეორე სართულზე, მეწარმეობის ფესტივალ „მეწარმეთა სივრცე - 2018“ ოფიციალურად გაიხსნება. პროექტი „საქართველოში ახალგაზრდების სამეწარმეო უნარ-შესაძლებლობების, დასაქმებისა და შემოსავლის გენერირების მხარდაჭერის პროგრამის’’ (YES-Georgia) ორგანიზებით ტარდება და მისი მიზანია ხელი შეუწყოს ახალგაზრდა მეწარმეთა პროფესიულ ზრდას, საქმიანი ურთიერთობების გაღრმავებას და საკუთარი ბიზნესის ფართო საზოგადოებისთვის გაცნობას.