დანაშაულის პრევენციისა და სისხლის სამართლის მართლმსაჯულების გაეროს მეცამეტე კონგრესი
პრესრელიზი
15 აპრილი, 2015
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის
საკონტაქტო პირი:
ქეთი ღიოშვილი
(995 32) 225 1126 ext.136;
(995 99) 53 22 68
Fax: (995 32) 225 0271/72
e-mail: ghioshvili@un.org
Website: www.ungeorgia.ge
Facebook: www.facebook.com/UNGeorgia
Twitter: @ungeorgia
დანაშაულის პრევენციისა და სისხლის სამართლის მართლმსაჯულების გაეროს მეცამეტე კონგრესი
დანაშაულის პრევენციისა და სისხლის სამართლის მართლმსაჯულების გაეროს მეცამეტე კონგრესი ტარდება დოჰაში 2015 წლის 12-19 აპრილს; მას კატარის მთავრობა მასპინძლობს.
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის დანაშაულის პრევენციის კონგრესი 1955 წლიდან ყოველ ხუთ წელიწადში ერთხელ იკრიბება მსოფლიოს სხვადასხვა ადგილებში და საკითხების ფართო სპექტრს განიხილავს. აღნიშნულმა მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა საერთაშორისო დონეზე დანაშაულის პრევენციისა და სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სისტემაზე, ასევე ქვეყნების ეროვნულპოლიტიკასა და პროფესიულ პრაქტიკაზე. კონგრესი, როგორც გლობალური ფორუმი სახელმწიფოებსა და ამ სფეროში მოქმედ სპეციალისტებს შორის გამოცდილების გაზიარების საშუალებას იძლევა.
კონგრესის მთავარი მიზანია დანაშაულის პრევენციის პოლიტიკის და სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სისტემის ეფექტური მექანიზმების განვითარების ხელშეწყობა მთელ მსოფლიოში.
რა არის ამ წლის კონგრესის თემა?
მეცამეტე კონგრესის თემაა - „დანაშაულის პრევენციისა და სისხლის სამართლის მართლმსაჯულების საკითხების ინტეგრირება გაეროს გაფართოვებულ დღის წესრიგში, სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების მოგვარების, ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე კანონის უზენაესობის და საზოგადოების ჩართულობის უზრუნველყოფის მიზნით", გაეროს გენერალური ასამბლეის გადაწყვეტილების შესაბამისად (GA Resolution 67/184).
რა საკითხებს განიხილავენ კონგრესზე?
დღის წესრიგში არის ოთხი მნიშვნელოვანი საკითხი:
• წარმატება და გამოწვევები დანაშაულის პრევენციის და სისხლის სამართლის მართლმსაჯულების პოლიტიკის და სტრატეგიის განხორციელების გზაზე, ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე კანონის უზენაესობის უზრუნველყოფისა და მდგრადი განვითარების ხელშეწყობის მიზნით;
• საერთაშორისო თანამშრომლობა, მათ შორის რეგიონულ დონეზე, ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით;,
• ყოვლისმომცველი და ბალანსირებული მიდგომა ტრანსნაციონალური დანაშაულის ახალი და განვითარებადიფორმების პრევენციისა და მათზე ადექვატური რეაგირების მიზნით;
• ეროვნული მიდგომები დანაშაულის პრევენციისა და სისხლის სამართლის მართლმსაჯულების გაძლიერებაში საზოგადოების ჩართულობის უზრუნველყოფისადმი.
12 აპრილს კონგრესმა მიიღოდოჰასდეკლარაცია, რომელშიც შევიდა რეკომენდაციები თუ როგორც შეიძლება კანონის უზენაესობის უზრუნველყოფით მიღწეულ იქნეს მდგრადი განვითარება. დეკლარაცია წარედგინება გაეროს დანაშაულის პრევენციის და სისხლის სამართლის კომისიის მომდევნო სხდომას 2015 წლის 18-22 მაისს, სათანადო რეაგირებისა და მოქმედებისათვის.