ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
დასაქმება - ახალგაზრდებისათვის ყველაზე აქტუალურია
21/05/2007

 

 

პ რ ე ს რ ე ლ ი ზ ი

21 მაისი, 2007
დაუყოვნებელი გავრცელებისთვის

საკონტაქტო პირი: გიორგი სელიმაშვილი                                                         
ტელ: 899 427737
ელ.ფოსტა:
info@youthnet.ge
ვებ.გვერდი: www.youthnet.ge 

დასაქმება - ახალგაზრდებისათვის ყველაზე აქტუალური საკითხია

[PUBLICITY.GE] თბილისი, 21 მაისი, 2007    -  ახალგაზრდული  ინტერნეტ-პორტალის  YOUTHNET.GE - ს ადმინისტრაცია  ავრცელებს  გამოკითხვის  შედეგებს:  დასაქმება - ახალგაზრდებისათვის  ყველაზე  აქტუალური საკითხია.  გამოკითხვა  დაიწყო  პორტალის  ამოქმედებისთანავე.  ინტერაქტივის  მიზანი  იყო  ახალგაზრდებისათვის  ყველაზე  საინტერესო  თემის  გამოვლენა  და  მისი  უფრო  ფართოდ  გაშუქება.   გამოკითხვაში  650-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო  მონაწილეობა.

დასაქმებამ  გამოკითხულთა  ხმების  51 %  მიიღო.  შემდეგ,  16 %-ით წარმოდგენილია  ტრენინგები და სემინარები. დანარჩენი  შედეგები  კი  ასე  გადანაწილდა: საგრანტო  შესაძლებლობები - 13 %,  სწავლება - 8 %,  გართობა - 5 %,  საერთაშორისო ცხოვრება - 5 %  და  ახალგაზრდული ორგანიზაციები - 2 %.

ახალგაზრდული  ინტერნეტ-პორტალი  YOUTHNET.GE  ამოქმედდა  მსოფლიო  ბანკის  დაფინანსებით, რომელსაც ახორციელებს ”პიარისა  და  კომუნიკაციის  სტუდენტთა  ევროპული ასოაციაცია -  საქართველო“.  ამ  პროექტის  მიზანია  ახალგაზრდების  ინფორმირება  მათთვის ყველაზე აქტუალურ საკითხებზე.

პორტალზე  განთავსებულია  ძალიან  მნიშვნელოვანი  მონაცემთა  ბაზები:  საქართველოში  მოქმედი  ახალგაზრდული  ორგანიზაციები,  ასოციაციები,  სტუდკავშირები,  სამთავრობო  სტრუქტურები,  საერთაშორისო  ორგანიზაცეიბი,  ფონდები,  ტრენინგ-ცენტრები,  უნივერსიტეტები  და  სკოლები,  საერთაშორისო  გაცვლითი  პროგრამები,  სტაჟირებისა  და  სტიპენდიის  მოპოვების  შესაძლებლობები.  პორტალზე  ასევე  იპოვით  რეკომენდაციებს  რეზიუმეს  მომზადებისა  და  სამსახურის  ძიების  შესახებ.  YOUTHNET.GE  მოიცავს  ახალგაზრდობისათვის  ყველა  საინტერესო  სფეროს,  ამიტომ  საიტი  გთავაზობთ  სპორტული   და   გასართობი  ორგანიზაციებისა,  აგრეთვე  კულტურული  ცენტრების  მონაცემთა ბაზასაც.

ინტერაქტიული  გამოკითხვის  შედეგების  კომენტირებისას  პროექტის  დირექტორმა  ელდარ  პირმისაშვილმა  განაცხადა:  ”ჩვენთვის უმთავრესი  არის  ახალგაზრდული  სეგმენტის  აქტივობების  წარმოჩენა და  მედიის  დაინტერესება  ამ  პრობლემატიკით.  ეს  გამოკითხვაც  იმას  ემსახურებოდა,  რომ  პორტალი  უფრო  მეტად  გახდეს  ორიენტირებული   ყველაზე  მთავარ  საკითხებზე,  ისეთებზე,  როგორიცაა  დასაქმება.”

შეგახსენებთ,  რომ  ახალგაზრდული  პორტალი  რეგულარულად  აშუქებს  სხვადასხვა სიახლეებს, რომლებიც  ეხება  დასაქმებას  თუ   ვაკანსიების   საიტებს.  დაწვრილებითი  ინფორმაციისათვის  შეგიძლიათ   ეწვიოთ  www.youthnet.ge-ს
 

###

ორგანიზაციის შესახებ:
პიარისა და კომუნიკაციის ევროპული ასოციაცია – საქართველო პირველი პიარ საერთაშორისო სტუდენტური ორგანიზაციაა საქართველოში, რომელიც რეგულარულად მონაწილეობას  ღებულობს  როგორც ადგილობრივი,  ისე  ევროპული  დონის  აქტივობებში.  იგი   გახდა  პირველი  ქართული  პიარ-დღეების თანაორგანიზატორი. ორგანიზაციამ  სტუდენტებს  შეუქმნა  რესურს-ცენტრი,  სადაც  განთავსებულია  პიარ-ბიბლიოთეკა, ასევე  ხელმისაწვდომია  ინტერნეტ-რესურსებიც.  გარდა  ამისა, ქართველმა  სტუდენტებმა  მონაწილეობა  მიიღეს  ევროპაში ორგანიზებულ   კონგრესებში,  სადაც  საშუალება  მიეცათ  გაცნობოდნენ  ევროპელი პროფესიონალებისა  და   სტუდენტების ცოდნასა და გამოცდილებას. 

წაკითხულია: 10163