ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
დასუფთავებისა და გამწვანების აქციები ჩატარდა
30/11/2010


მედია ანონსი

30 ნოემბერი,2010
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის

საკონტაქტო პირი:
ლელა ყაჭეიშვილი
+995 99 710030

დასუფთავებისა და გამწვანების აქციები ჩატარდა

[PUBLICITY.GE] თბილისი,  30 ნოემბერი, 2010 წელი - 25-26 ნოემბერს ქალაქ რუსთავში პროექტის "დავასუფთაოთ საქართველო" საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და მისი ჩართვა მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვის გაუმჯობესების პროცესში" ფარგლებში დასუფთავებისა და გამწვანების აქციები ჩატარდა.

25 ნოემბერს დასუფთავდა ქ. რუსთავის საჯარო სკოლებისა (9 სკოლა) და საბავშვო ბაღების (9 ბაღი) ტერიტორიები. 26 ნოემბერს იმავე სკოლების და საბავშვო ბაღების ტერიტორიებზე დაირგო სხვადასხვა სახეობების 2000-მდე ნერგი.

ქალაქ რუსთავში დასუფთავებისა და გამწვანების აქციებში საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრების და მდგრადი განვითარების კავშირის "ეკოხედვა" წარმომადგენლების გარდა აქტიური მონაწილეობა მიიღეს საქართველოს პრეზიდენტის წმუნებულმა ქვემო ქართლში, ქ. რუსთავის მერმა და შვედეთის სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში. ასევე, შერჩეული სკოლების პედაგოგებმა და სკოლების მოსწავლეებმა. ქალაქ რუსთავს გადაეცა სპეციალური სერთიფიკატი დასუფთავების კამპანიაში აქტიური მონაწილეობისათვის.

ქ. რუსთავში დასუფთავებისა და გამწვანების აქციები ჩატარდა პროექტის "დავასუფთავოთ საქართველო - საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და მისი ჩართვა მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვის გაუმჯობესების პროცესში" ფარგლებში,რომელიც ხორციელდება არასამთავრობი ორგანიზაციათა კონსორციუმის საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრების და მდგრადი განვითარების კავშირი "ეკოხედვა"მიერ.

პროექტი მიმდინარეობს შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (sida)ფინანსური უზრუნველყოფით და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მხარდაჭერით.

წაკითხულია: 2917