პროექტი „დებატები უკეთესი განათლებისთვის“ მიზნად ისახავს მოსწავლეებში თავისუფალი და დამოუკიდებელი მოქალაქის უნარების განვითარებას და ისეთი უნარ-ჩვევების ჩამოყალიბების ხელშეწყობას, როგორიცაა: კონსტრუქციული მსჯელობა, არგუმენტაცია, მასალების მოძიება, ორატორობა, გუნდურობა, დროის მართვა, ოპონენტის პატივისცემა და სხვა.
სწორედ ამისათვის იგეგმება ადგილობრივი პედაგოგების პროფესიული განვითარების ხელშეწყობა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონის სკოლებში დებატკლუბის ქსელის ფორმირება. ამის შედეგად სკოლის მასწავლებლები, ხოლო შემდგომ მოსწავლეები დაეუფლებიან მსოფლიოში პოპულარულ და ეფექტურ საგანმანათლებლო ინსტრუმენტს, ფორმალურ დებატებს. პროექტის მეორე ფაზის სამიზნე რეგიონებია: თბილისი, იმერეთი, კახეთი, აჭარა, შიდა ქართლი, რაჭა.