პრესრელიზი
8 აპრილი, 2008
დაუყოვნებლივი გავრცელებისათვის
საკონტაქტო პირი: ქ-ნ ანა სალაყაია - თბილისის №42-ე საჯარო სკოლის
ართული ენისა და ლიტერატურის კათედრის გამგე.
ქ. თბილისის №42-ე საჯარო სკოლა ჩაიკოვსკის ქ. №9
ტელ: 99 82 10; ტელ./ფაქსი: 99 00 73;
მობილური: 895 60 30 27
ელ. ფოსტა: ana-s-27@posta.ge
ვებ. გვერდი: www.vekua42.edu.ge
თბილისის №42-ე საჯარო სკოლა
დედაენის დღისადმი მიძღვნილი კვირეული
“ხმათა ხავერდების და ღმერთების ენა”
[PUBLICITY.GE] თბილისი, 8 აპრილი, 2008 - 2008 წლის 7-დან 15 აპრილამდე თბილისის 42-ე საჯარო სკოლაში ტრადება დედაენის დღისადმი მიძღვნილი კვირეული ”ხმათა ხავერდების და ღმერთების ენა”, რომელიც გაიხსნა 7 აპრილს, 14:00 საათზე, სკოლის ინტერნეტ-ჟურნალ “ივერიონის” (www.iverioni.ge) პრეზენტაციით.
პროგრამის ავტორია სკოლის ლიტერატურისმოყვარულთა წრე, რომელსაც კოორდინაციას უწევს ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრა. ინტერნეტ-ჟურნალ ”ივერიონის” მიზანია, მოზარდებს დაეხმაროს:
• თვალსაწიერის გაფართოებაში, საკუთარი ქვეყნის წარსულის, აწმყოს, მომავლის შესწავლასა და უკეთ გაცნობიერებაში;
• სხვადასხვა ეროვნების, კულტურის, რელიგიის წარმომადგენლებს შორის ურთიერთპატივისცემისა და ტოლერანტობის გაღრმავებაში.
• თანატოლებსა და თაობათა შორის დიალოგის წარმართვასა და, გეორგაფიული ნიშნის მიუხედავად, პარტნიორული ურთიერთობების ჩამოყალიბებაში;
• იმ ღვაწლმოსილი უცხოელი მოღვაწეების შესახებ ინფორმაციის გავრცელებაში, რომელთაც დიდი წვლილი შეიტანეს საქართველოს პოპულარიზაციასა და მეგობრული კავშირების დამყარებაში.
ინტერნეტ-ჟურნალ ”ივერიონი” თანამშრომლობისათვის გახსნილია, არა მარტო 42-ე სკოლის მოსწავლეებისა და პედაგოგებისათვის, არამედ ყველა დაინტერესებული სკოლის წარმომადგენლებისათვის. დედაენის დღისადმი მიზღვნილი ღონისძიებების პროგრამა პრესრელიზს თან ერთვის.
ჩამოტვირთეთ კვირეულის პროგრამა
###