ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
დედოფლისწყაროს მინიციპალიტეტში ქარსაცავი ზოლების აღდგენის სამუშაოები მიმდინარეობს
23/10/2013
პრესრელიზი

23 ოქტომბერი, 2013
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის

საკონტაქტო ინფორმაცია:
ინგა ნიკაგოსიანი
თბილისი, 0114, გულუას ქ. N6
+995 32 2727224
+995 577 293979

დედოფლისწყაროს მინიციპალიტეტში ქარსაცავი ზოლების აღდგენის სამუშაოები მიმდინარეობს

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქარსაფარი ზოლების აღდგენის პროექტს, რომელიც ხორციელდება გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებასთან (GIZ) პარტნიორობით და ავსტრიის განვითარების სააგენტოს (ADA) ფინანსური მხარდაჭერით

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი შერჩეულია, როგორც კლიმატის ცვლილების მიმართ მოწყვლადი რაიონი. 2015 წლისათვის აქ დასრულდება 100 კმ ქარსაფარი ზოლის რეაბილიტაცია, რისთვისაც დაახლოებით 120 ათასი ნერგი დაირგვება. მიმდინარე თვის განმავლობაში უკვე დაირგო 35 ათასამდე ნერგი 30 კმ ქარსაფარ ზოლზე. სამუშაოებში დასაქმებულია 40 ადგილობრივი მოსახლე, რომლებსაც წინასწარ ჩაუტარდათ შესაბამისი ტრეინინგი.

ქარსაფარი ზოლები მნიშვნელოვანია სახნავ-სათესი მიწების ეროზიისაგან დასაცავად, წარმოადგენს საბინადრო გარემოს ცხოველებისათვისათვის, ასრულებს ცხოველების სამიგრაციო დერეფნის როლს, ხელს უწყობს კლიმატის ცვლილების შედეგების შერბილებას, იცავს მოსავალს.

პროექტისათვის საგანგებოდ შეირჩა გვალვაგამძლე ნერგები საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ სატყეო საბაზისო სანერგე მეურნეობაში.

წაკითხულია: 2175

 

გააგზავნე პრესრელიზი

პრესრელიზის გამოწერა

თვის ყველაზე წაკითხვადი პრესრელიზები
1
30 წელი წიგნიერებისა და წიგნის მოყვარულთა სამსახურში